ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ი (სესსუ), (შპს). ფუნქციონირება დაიწყო 1965, როგორც მოსკოვის კოოპერაციული ინ-ტის თბილისის ფაკ-ტმა; სხვადასხვა დროს ეწოდებოდა: ლვოვის სავაჭრო-ეკონ. ინ-ტის თბილისის ფაკ-ტი; მოსკოვის კოოპერაციული ინ-ტის თბილისის ფილიალი. 1995 წ. 20 ივლ. ეწოდა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ცენტრალური კავშირის "თბილისის კოოპერაციული ინსტიტუტი"; 2000 – "ცეკავშირის თბილისის კოოპერაციული ინსტიტუტი"; 2006 – "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი"; 2009 – სესსუ. უნ-ტი მთლიანად თვითდაფინანსებაზეა, მის შემოსავლებს ქმნის სტუდენტთა სწავლების გადასახადი და სასწ. გრანტები. სწავლების ორივე საფეხურზე – ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში – დღის დასწრებული ფორმაა. ბაკალავრიატში ეკონ. და ბიზნესის, იურიდ. და ჰუმანიტარულ ფაკ-ტებზე სწავლის ხანგრძლივობის 4 წელია, ჯანდაცვის ფაკ-ტზე – 5 წელი; მაგისტრატურაში 2 წელი. უნ-ტში ფუნქციონირებს ფაკტები: ეკონ. და ბიზნესის (სპეციალობები – საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე, ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება), იურიდიული (სპეციალობა – სამართალმცოდნეობა), ჯანდაცვის (სპეციალობა – სტომატოლოგია), ჰუმანიტარული (სპეციალობა – ინგლისური ენა და ლიტ-რა). კათედრები: ეკონ. და ბიზნესის, სამართალმცოდნეობის. უნ-ტს აქვს ხარისხის უზრუნველყოფის, სასწ. პროცესის მართვისა და სამეცნ. საქმიანობის კოორდინაციის, საზ-ბასთან ურთიერთობის სამსახურები. სესსუ-ს გააჩნია კომპიუტერული ცენტრი (აღჭურვილი 73 კომპიუტერით); ბ-კა სამკითხველო დარბაზით, სადაც ფუნქციონირებს ინტერნეტ-კუთხე (ბ-კის წიგნადი ფონდი შეადგენს 10,5 ათ. ეგზემპლარს, მ. შ. – 5,881 ათ. სახელმძღვანელოა); გამომცემლობა (2008); სტომატოლოგიური კლინიკა (განთავსებულია სასწ. კორპუსში, წარმოადგენს ჯანდაცვის ფაკ-ტის სტუდენტთა პრაქტიკის ბაზას და ემსახურება უნ-ტის სტუდენტებს); სპორტ. დარბაზი და მოედანი; სასწავლო კორპუსი (3416 კვ. მ ) და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი (3677 კვ. მ ). 2010 წ. 1 იანვ-თვის უნ-ტში სწავლობდა 439 სტუდენტი, მ. შ. 419 – ბაკალავრიატში, 20 – მაგისტრატურაში; მუშაობდა 11 სრული, 20 ასოცირებული პროფესორი, 24 მოწვეული პროფესორმასწავლებელი. უნ-ტში ფუნქციონირებს სტუდენტთა სამეცნ. წრეები, ლიტერატურული სალონი (ეწყობა შეხვედრები ქართვ. მწერლებთან, აქვე საფუძველი ჩაეყარა კონკურსს "მცირე პოეზია"), ფეხბურთის, კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, ბილიარდის, მკლავჭიდისა და სხვ. გაერთიანებები. უნ-ტში დაწესებულია ილია ჭავჭავაძის და ლევან სანიკიძის სახელობითი სტიპენდიები. სესსუ თანამშრომლობს პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტთან, თ. წერეთლის სახ. სახელმწ. და სამართლის ინ-ტთან, საქართვ. ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრთან (აშშ საერთაშ. ეკონ. განათლების პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოში), ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნივერსიტეტთან; გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საბერძნეთის პირეუსის უნ-ტთან. სხვადასხვა წლებში უნ-ტს ხელმძღვანელობდნენ: მ. დარჩია, გ. ჯოხაძე, გ. ჯულაყიძე, რ. კრიჭინაშვილი, ვ. დარსაველიძე, ნ. უჯმაჯურიძე, ს. ქადაგიძე; 1995- იდან უნ-ტის რექტორია ს. მელაძე. ს. მელაძე.