ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს ო ც ი ა ლ უ რ - ე კ ო ნ ო მ ი კ უ რ ი გ ე ო გ რ ა ფ ი ა, ეკონომიკური გეოგრაფიის შეცვლილი და შინაარსობრივად გაფართოებული უმართებულო სახელწოდება, რ-იც 1977 შემოიღო სსრკ მეცნ. და ტექ. კომიტეტმა თავიანთი სპეციალობების ნომენკლატურაში და საქართველოშიც გავრცელდა. დღეს, როგორც ეკონომიკური გეოგრაფია, ისე სოციალური გეოგრაფია ცალ-ცალკე აღიარებული დარგებია. ამიტომ, მათი ხმარება საერთო ტერმინის სახით მხოლოდ ტრადიციულად არის შემორჩენილი. ვ.ნეიძე