ეკონომიკური პროგნოზირება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური განვითარების სამომავლო მეცნიერულ შეხედულებათა სისტემისა და წინადადებების შემუშავება. ე. პ. ხორციელდება საპროგნოზო ობიექტის შესახებ წარსულის ამსახველი ინფორმაციის დამუშავებისა და მისი ფუნქციონირების კანონზომიერებათა გამოვლენის საფუძველზე. ე. პ-ის ძირითადი ფუნქციებია: ეკონ. და მეცნ.-ტექ. პროცესებისა და ტენდენციების მეცნ. ანალიზი; ეკონ. განვითარების საკვანძო პრობლემების და მიზეზშედეგობრივი კავშირების გამოვლენა; მომავალში ამ ტენდენციების შეფასება; იმ აქტუალური ეკონ. პრობლემებისა და წინააღმდეგობების განჭვრეტა, რ-ებიც საჭიროებენ გადაჭრას; სამომავლო ეკონ. განვითარების ალტერნატიული ვარიანტების განსაზღვრა და მათი შეფასება. ე. პ. შეიძლება იყოს მოკლევადიანი (3 წლამდე), საშუალოვადიანი (3–5 წ.) და გრძელვადიანი (5 წ-ზე მეტი). ე. პ-ის შემუშავებაში არსებობს ორი ძირითადი მეთოდოლ. მიდგომა: გ ე ნ ე ტ ი კ უ რ ი – მოითხოვს ეკონ. განვითარების შეფასებას მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენის საფუძველზე, რ-ის საშუალებითაც განისაზღვრება ეკონ. პროცესების განვითარების ლოგიკა მომავალში, და მ ი ზ ნ ო ბ რ ი ვ - ნ ო რ მ ა ტ ი უ ლ ი – ე. პ-ის შემუშავება ხდება წინასწარ განსაზღვრული მიზნებისა და დადგენილი პარამეტრების გამოყენებით. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ე. პ-ს საფუძველი ჩაეყარა XX ს. 60-იან წწ-ში. ამ დროიდან საქ. სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში მუშავდებოდა ქვეყნის ეკონ. და სოც. განვითარების გრძელვადიანი პროგნოზები, რ-ებსაც იყენებდნენ კომპლ. სახელმწ. გეგმების შესადგენად. საქართვ. საწარმოო ძალთა განვითარებისა და განლაგების პროგნოზულ სქემას ადგენდა საქართვ. მეცნიერებათა აკად. პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისია. ე. პ-ის თეორ.-მეთოდოლ. და გამოყენებით პრობლემებზე სამეცნ. კვლევები მიმდინარეობდა საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონ. და დაგეგმვის და საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინტებში, დარგობრივ ინ-ტებსა და გამოთვლით ცენტრებში. ე. პ-ის თეორ. და პრაქტ. პრობლემების კვლევაში, განსაკუთრებით ე. პ-ის ექსტრაპოლაციის, ექსპერტული შეფასებების და მათ. მოდელირების მეთოდების დანერგვაში მნიშვნელოვანი მეცნ. წვლილი შეიტანეს ქართველმა მეცნიერებმა: პ.გუგუშვილმა, ი.მიქელაძემ, ვ.მელქაძემ, მ. კეკელიძემ ნ. სანთელაძემ, თ. მახვილაძემ, ი.მესხიამ, კ. აჩელაშვილმა, ი. ანანიაშვილმა, ვ.პაპავამ, გ.მალაშხიამ, გ. ყუფუნიამ, ჯ. არაბიძემ, ს. სანაძემ და სხვ.

ლიტ.: მ ე ს ხ ი ა ი., ეკონომიკური ზრდის პროგნოზირების საკითხები, თბ., 1978; ს ა ნ თ ე ლ ა ძ ე ნ., სახალხო მეურნეობის გრძელვადიანი დაგეგმვა, პროგნოზები და მიზნობრივი კომპლექსური პროგრამები, თბ., 1980; М е с - х и я Я. Е., Вопросы методологии регио- нального экономического прогнозирова- ния, М., 1983; m i s i v e, Теория и практи- ка макроэкономического прогнозирования, Тб., 1989. ი.მესხია.