ეკონომისტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო რეცენზირებადი და რეფერირებადი ს ა მ ე ც ნ ი ე რ ო - ა ნ ა ლ ი ტ ი კ უ რ ი ჟურნალი. გამოდის ორ თვეში ერთხელ. პირველი ნომერი გამოვიდა 2009 წ. იანვარ-თებერვალში. იგი საქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონ. ინტში 1958–67 აკად. პ. გუგუშვილის ინიციატივითა და რედაქტორობით გამომავალი ჟურნ. "საქართველოს ეკონომისტის" ტრადიციების გამგრძელებელია. აშუქებს საქართვ. და საზღვარგარეთის ქვეყნების მეცნიერთა თანამედროვე, აქტუალური, თეორ. და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებს. მისი ელექტრონული ვერსია ვრცელდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ჟურნალის მთ. რედაქტორია ეკონ. მეცნ. დოქტ. რ. აბესაძე.