ეკო-ფუდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შპს), რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია. დაარსდა 2004 თბილისში. აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და ლაბორატორიით, სადაც მოწმდება ნედლეული და პროდუქცია. უშვებს 40-მდე დასახელების პროდუქციას: რძეს, მაწონს, არაჟანს, კარაქს, კეფირს, ხაჭოს, მაიონეზს და სხვ. "ე.-ფ-მა" პირველმა დაიწყო საქართველოში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ფართოდ დამკვიდრებული ბიოლოგიურად აქტიური ბიფიდო ბაქტერიებით გამდიდრებული პროდუქტების, კერძოდ, ბიფიდო-მაწვნის, ბიფიდო-კეფირის წარმოება, რ-იც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, იცავს ალერგიისაგან, აღადგენს ენერგიას. კომპანიას რძე მიეწოდება სამხრ. და აღმ. საქართველოში არსებული რძის შემგროვებელი პუნქტებიდან. საწარმოს დღე-ღამეში 70–75 ტ რძის გადამუშავება შეუძლია. მზა პროდუქციის რეალიზაცია ხდება მთელ საქართველოში. კომპანიას აქვს თავისი საფირმო მაღაზიები თბილისსა (4) და მცხეთაში (2). 2005-იდან სავაჭრო მარკა "ეკო-ფუდის" მესაკუთრე გახდა კომპანია შპს "ჯორჯიან ეკო". კომპანია ფლობს სურსათის უვნებლობისა (ISO 22000:2005) და ხარისხის მართვის (ISO 9001:2008) საერთაშორისო სერტიფიკატებს (2007-იდან). ლ.აბრამიშვილი.