ეკრანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სააქციო საზოგადოება), ტელევიზორების ქარხანა. ამ პროფილის ერთადერთი საწარმო სამხრ. კავკასიის რეგიონში. დაარსდა 1979 თბილისში, როგორც მოსკ. საწარმოო გაერთიანება "რუბინის" თბილ. ფილიალი "ზარია", 1984-იდან კი ამავე საწარმოო გაერთიანებაში შემავალი ქ-ნა გახდა (თბილისის ტელევიზორების ქარხანა "ეკრანი"). მისი რეორგანიზაციის შემდეგ 1993 ჩამოყალიბდა სააქციო საზბა "ე." საწარმო მდებარეობდა ორთაჭალაში, ეკავა 1,5 ჰა ფართობი, ხოლო შენობა-ნაგებობებს – 15600 მ 2. უშვებდა შავ-თეთრსა და ფერად ტელევიზორებს, აგრეთვე აწყობდა (მცირე რაოდენობით) სხვადასხვა სახის აპარატურას (ვიდეოდა აუდიოტექნიკას, მტვერსასრუტებს, საკასო აპარატებს და სხვ.), ენერგოსისტემისათვის – ახ. ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ელექტრულ მრიცხველებს. საჭირო მასალები და მაკომპლექტებელი ნაწილები შემოჰქონდათ ინგლისიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან და სხვა ქვეყნებიდან. "ე-ის" საწარმოო სიმძლავრე იყო 70000 ცალი ტელევიზორი წელიწადში. 1993 წლამდე პროდუქცია გაჰქონდათ არა მარტო სამხრ. კავკასიის რესპუბლიკებში, არამედ სხვა ქვეყნებშიც: რუსეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. 1995-იდან საწარმო მუშაობდა არასრული დატვირთვით, ხოლო 2005-იდან საერთოდ შეწყვიტა ფუნქციონირება. ლ.აბრამიშვილი.