ელანიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალერიან აბრამის ძე (დ. 11. I. 1931, სოფ. ჩიღო, ახმეტის მუნიციპალიტეტი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1999). 1960 დაამთავრა ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწ. პედ. ინტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკტი. 1961–99 მუშაობდა ამავე უნ-ტში სხვადასხვა სამეცნ.-პედ. თანამდებობებზე, 1999-იდან იქვე ხელმძღვანელობს ისტორიასამართლისმცოდნეობის ფაკ-ტს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს. ე. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. მისი კვლევის საგანია თუშეთისა და კახეთის ისტორიის საკითხები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

''თხზ'' .: თუშეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1988; კახეთის ისტორიის პრობლემური საკითხები, თბ., 2006.