ელარის არქეოლოგიური ძეგლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელარის არქეოლოგიური ძეგლები, ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ ძეგლთა კომპლექსი, აღმოჩენილია ქ. ერევნის ჩრდილოეთით 18 კმ -ზე სოფ. ელარში. ამ ძეგლებიდან განსაკუთრებით საინტერესოა ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი. მიკვლეულია წრიული სახლები და სამეურნეო ორმოები, ტლანქად ნაგები ქვის სამარხები; აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდ. საფეხურისათვის დამახასიათებელი სადა კერამიკა და ბრინჯაოს სატევრისპირები. გათხრილია აგრეთვე 10 კრომლეხი (დიამეტრი 3×3,5 ), ზოგი მათგანი – მიწაყრილიანი. ნაპოვნია რკინის ხანის ნივთები: რკინის სამაჯური, ბრინჯაოს ბუნიკი, შავპრიალა თიხის ჯამი, სარდიონის მძივები. ლიტ: К у ф т и н Б. А., Урартский «Колумбарий» у подошвы Арарата и Куро-Араксский энеолит, საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1944, ტ. 13 В; М а р т и р о с я н А. А., Арме- ния в эпоху бронзы и раннего железа, Ер., 1964; Ч у б и н и ш в и л и Т. Н., К древ- ней истории Южного Кавказа, [т.] 1, Тб., 1971. თ.კიღურაძე.