ელბაქიანთკარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდრის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ძამის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 860 , ქარელიდან 18 კმ. 116 მცხ. (2002). სოფლის სამხრ-ით, 0,5 კმ -ზე, მდ. ორთუბნისწყლის აყოლებით, მთის ფერდობზე დგას XVIII–XIX სს. იოანე მახარებლის ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. გადამხური კამარა წყვილ პილასტრზე ამოყვანილ შეისრულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ინტერიერში აგურით ნაგები კანკელის ნაშთია. სოფლის სამხრ-ით, მდ. ძამის მარჯვ. ნაპირზე, მთის ფერდობზე, განვითარებული შუა საუკ. მაცხოვრის ერთნავიანი ეკლესია დგას, რ-საც ჩრდით ოდნავ მოკლე სათავსი – სამკვეთლო – ეკვრის. მოგვიანებით სამხრ-ით, დას-ით და ჩრდ-ით მიაშენეს დამატებითი სათავსები. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეში ქვით. კონსტრუქციული ნაწილები შირიმის ქვისაა. ნაგებობა ძალზე დაზიანებულია. დას. ფასადზე, შესასვლელის თავზე, ლილვებით შედგენილ თაღოვან ჩარჩოში გამოსახულია განედლებული ჯვარი. სოფლის შუაში დგას ძლიერ დაზიანებული გვიანდ. შუა საუკ. ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია დაკუთხული ბაზალტის კვადრებით. წყობაში დაყოლებულია ლოდებიც. აღმ-ით, საკურთხეველში კედელზე მიშენებულია ტრაპეზი. გადამხური კამარა წყვილ პილასტრზე ამოყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. სოფლის სამხრ-ით 1 კმ-ზე, მდ. ძამის ხეობაში, კლდის პირას 4 მ სიმაღლის სუბსტრუქციაზე დგას გვიანდ. შუა საუკ. წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია (დაზიანე ბული), რ-ის კედელ-კამარა შელესილი და მოხატული ყოფილა.