ელეგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(თურქ. elek), კაცისა და ქალის მოკლე ზედატანი. გავრცელებული იყო უმთავრესად გურიაში, აჭარასა და ლაზეთში, ხოლო როგორც ქალის ტანსაცმელი – სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და აფხაზეთში. მამაკაცის ე. დასავლურ ქართული ჩაქურას კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი ელემენტი იყო, რ-საც ჩოხის ქვეშ და ახალუხის (ზუბუნი) ზემოდან იცვამდნენ. ე-ის თარგი წარმოადგენდა წინა ორ კალთას, ზურგს, სახელოებსა და საყელოს (ზოგჯერ უსახელოდაც ამზადებდნენ). ქალის ე. ხშირად ყაითნითა და ნაქარგით იყო გაწყობილი. ე-ის გამოყენება XX ს. 30-იან წლებამდე დასტურდება.

ლიტ.: საქართველოს ერთიანი ეთნოგრაფიული გამოფენა. მეგზური, თბ., 1958; შ ა რ ა შ ი ძ ე გ., გურული ლექსიკონი, თბ., 1938. ც .ბეზარაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ელეგი&oldid=884-დან“