ელენე ბატონიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(1753– 86), ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის უფროსი ასული. ცოლად გაჰყვა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძმას არჩილს, რისაგანაც შეეძინა სამი შვილი – ბარბარე, მარიამი და არჩილი (შემდეგში იმერეთის მეფე სოლომონ II). მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მისთხოვდა ქართლ-კახეთის სამეფოს ცნობილ პოლიტ. და სამხ. მოღვაწეს ზაქარია თამაზის ძე ანდრონიკაშვილს, რ-ისაგანაც შეეძინა ქალიშვილი ხორეშანი (შემდეგში ზურაბ ორბელიანის მეუღლე და გრიგოლ ორბელიანის დედა).

ლიტ: ბ ე რ ძ ნ ი შ ვ ი ლ ი მაქს., მასალები XIX ს. პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, I, თბ., 1980; ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981. გ. გ. ლორთქიფანიძე.