ელესა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰ ე ლ ე ს ა, ხალხური ლექს- სიმღერა, შრომის პოეზიის სახეობა; სრულდებოდა მძიმე ტვირთის გადატანისას. გავრცელებულია ლაზეთში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთში. ე-ს სიტყვიერი ნაწილი შედარებით განუვითარებელია, ისმის მხოლოდ "ელესა" და "იო" (გურიაში). ვარაუდობენ, რომ ეს "კირიელეისონიდან" (ბერძნ. "კUრიელეQსონ" – "უფალო შეგვიწყალე") მიღებული სიტყვებია. ე-ის პირველი ჩანაწერი დასტურდება გ. ავალიშვილის "მოგზაურობაში" (1819). ე-ს ასრულებდნენ მეზღვაურები ღუზის ამოღებისას. ლაზური "ე." მონოდიური (ერთხმიანი გუნდური) სიმღერაა. აჭარული და გურული – სამ- და ოთხხმიანი, იმერული და მეგრული – სამხმიანი. ლიტ.: ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1967; თ ა ნ დ ი ლ ა ვ ა ზ., ლაზური ხალხური პოეზია, თბ., 1972; ქართული ფოლკლორი, [ტ.] 4, თბ., 1974; ჩ ხ ე ი ძ ე ჯ., შრომის პოეზია ქართულ ფოლკლორში, ბათ., 1973. გ.ჭელიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ელესა&oldid=1234-დან“