ელექტროენერგიის, გაზის და წყლის წარმოება და განაწილება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრეწველობის დარგი, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და ცხელი წყლის წარმოება-განაწილებას, აგრეთვე წყლის დაგროვებას, გაწმენდას და განაწილებას. იგი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მრეწველობის სამი შემადგენელი ქვედანაყოფისა – C+D+E, სადაც C სამთომომპოვებელი მრეწველობაა, D – დამმუშავებელი მრეწველობა, E – ელექტროენერგიის, გაზის და წყლის წარმოება და განაწილება. მისი წილი მთლიანად საქართვ. მრეწველობაში შეადგენს საწარმოთა რაოდენობის 1,7%-ს, წარმოებული პროდუქციის ღირებულების – 18,0%-ს, დასაქმებულთა რიცხოვნობის – 21,2%-ს და ძირითადი კაპიტალის – 57,3%-ს (2010 წ.). საქართველოს ე., გ. და წ. წ. და გ-ის შიდა დარგობრივ სტრუქტურაში წამყვანია ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და ცხელი წყლის წარმოება და განაწილება. მასზე მოდის აღნიშნული პროდუქციის წარმოება-განაწილების 71,1% და ძირითადი კაპიტალის – 81,1%. 2003–10 წლებში დარგის პროდუქცია მოქმედ ფასებში გაიზარდა 84,3%-ით, მ. შ. ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და ცხელი წყლის წარმოება-განაწილება – 66,0%-ით, წყლის დაგროვება, გაწმენდა და განაწილება – 4,2-ჯერ (იხ. ცხრ., მლნ. ლარი): ე., გ. და წ. წ. და გ. მიეკუთვნება ბუნებრივი მონოპოლიის დარგებს და არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ). დ.ჩომახიძე.

ცხრილი.