ელექტროიზოლიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სააქციო საზოგადოება), ელექტროტექნიკური მრეწველობის საწარმო. ჩამოყალიბდა 1994 სსრკ-ის ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს საკავშირო საწარმოო გაერთიანება "სოიუზგლავიზოლატორის" ქ-ნა "თბილელექტროიზოლიტის" ბაზაზე, რ-იც შეიქმნა თბილისში 1958. ქ-ნის პროდუქციის ძირითადი სახეები იყო: გარსოვანი საიზოლაციო მასალები (მიკანიტები, ქარსპლასტები) და ფენოვანი პლასტიკატები (გეტინაქსი, მინატექსოლიტი). პროდუქცია იგზავნებოდა როგორც სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქში, ასევე საზღვარგარეთ. 1979–82 ჩატარდა ქ-ნის რეკონსტრუქცია. 1995-იდან საწარმო მუშაობს მცირე დატვირთვით.