ელექტრონული მედია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტერმინი უკავშირდება ინფორმაციული საზოგადოების იდეას. ესაა საზოგადოება, რომელშიც ინფორმაციის შექმნა, განაწილება და მართვა უმთავრესი ეკონომიკური და კულტურული საქმიანობაა, რასაც, კერძოდ, კომპიუტერიზებული პროცესებისა და ინტერნეტის სულ უფრო ფართო გამოყენება უწყობს ხელს. მედიის როლი და გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა ე. წ. "ახალი მედიის" (ინტერნეტი, საკაბელო, სატელიტური ტელეკომუნიკაციები და ა. შ.) შექმნის შემდგომ. მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით, ე. მ. ადამიანთა უდიდეს რაოდენობასთან ამყარებს კავშირს, რაც მისი მასობრიობის საწინდარია. შესაბამისად, გაფართოვდა ე. მ-ის პოლიტიკური გავლენის არეალიც – იგი იქცა უმთავრეს მექანიზმად, რ-იც პოლიტიკურ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას და მის არჩევანსაც განაპირობებს. თანამედროვე ეტაპზე მკვეთრად გამოხატული მედიის გლობალიზაცია "მედიაიმპერიალიზმის" საფრთხედ აღიქმება. მ. შამილიშვილი.