ელვა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, რსდმპ თბილისის გაერთიანებული კომიტეტის ორგანო. გამოდიოდა 1906 (12. III–15. IV). რედ.-გამომც. – გ. მახარაძე (ფაქტობრივად – ფ. მახარაძე). ბოლშევიკებისა და მენშევიკების გაერთიანებული ორგანო (ბოლშევიკებიდან შედიოდნენ ი. სტალინი, მ. ცხაკაია და სხვ.), თუმცა თავისი მიმართულებით მანქაბოლშევიკური გაზეთი იყო. ე-სთან თანამშრომლობდნენ: ი. ევდოშვილი, გ. ქიქოძე, მ. იაშვილი, ლ. ახმეტელაშვილი, შ. შარაშიძე და სხვ. "ე." დაიხურა ადგილ. ხელისუფლების განკარგულებით.


ელვა

(სააქციო საზოგადოება), ხ ე ლ ს ა წ ყ ო თ მ შ ე ნ ე ბ ე ლ ი საწარმო. ყოფილი საკავშირო ხ ე ლ ს ა წ ყ ო თ მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ი ს , ავტომატიზაციის საშუალებათა და მართვის სისტემების სამინისტროს სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება, რ-შიც შედიოდა მმართველ-გამომთვლელი მანქანების ქ-ნა, ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნ.-კვლ. ინტი, ქ-ნა "ჰიდრომეტხელსაწყო" და გამოთვლითი ტექ. საშუალებათა საცდელი ქ-ნა – გტს; შეიქმნა 1969 თბილისში. გაერთიანება ამზადებდა ატომური და თბოელექტროსადგურების ტექნოლ. პროცესების მართვის ავტომატიზებული სისტემებისათვის განკუთვნილ გამოთვლით ტექ. საშუალებებს, აგრეთვე ელექტროენერგიის მრიცხველებს, ელექტრონულ სალაროაპარატებს. ქ-ნაში დასაქმებული იყო 2260 კაცი (1989). პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს გზავნიდნენ საქართველოს გარეთ (რუსეთი, გდრ, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ჩინეთი, ბულგარეთი, ისრაელი და სხვ.). 1994 სახელმწ. საწარმოო გაერთიანება "ელვა" დაიშალა (ჯერ კიდევ 1991 მას გამოეყო ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტი) და მასში შემავალი მმართველ-გამომთვლელი მანქანების ქ-ნის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა "ე." 1991-იდან საწარმო ასრულებს სპეციალურ ტექნიკურ დაკვეთებს და ორიენტირებულია ადგილობრივ ბაზარზე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ელვა&oldid=1312-დან“