ელიავა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გ. ელიავა.

გიორგი გრიგოლის ძე [13 (25) I. 1892, საჩხერე, – VI. 1937], მიკრობიოლოგი. 1909 შევიდა ნოვოროსიის (ოდესის) უნტის სამედიცინო ფაკ-ტზე, საიდანაც 1910 გარიცხეს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის. 1912–14 სწავლობდა ჟენევის უნტში, ხოლო 1916 დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის სამედიცინო ფაკტი. ამავე წელს დაინიშნა კავკ. ფრონტის ქ. ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორ. გამგედ. 1917–18 განაგებდა საქალაქთაშორისო კავშირის თბილ. ცენტრ. ბაქტერიოლოგიურ ლაბორატო რიას. 1918–21 და 1925–27 მუშაობდა პარიზში, პასტერის ინ-ტში, ე. რუს, შ. ნიკოლის, გ. რამონის, ა. კალმეტისა და ფ. დ’ერელის ლაბორატორიებში. 1923 მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა ბაქტერიოლოგიური ინ-ტი, 1936 მისივე თაოსნობითა და პროექტით შეიქმნა ბაქტერიოფაგიის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, რ-ის პირველი დირექტორი თვითონ იყო. 1927-იდან ე. განაგებდა თსუ-ის ჰიგიენის, ხოლო 1929-იდან მიკრობიოლ. კათედრებს, 1936–37 კი მუშაობდა თბილ. სახელმწ. სამედიცონო ინ-ტში. 1934 ე-ს ხელმძღვანელობით თბილისში გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური. ე-მ ფ. დ’ერელთან ერთად ბაქტერიოფაგის კულტურებში აღმოაჩინა სპეციფ. ლიზინი, ე. პოზერსკისთან ერთად კი დაადგინა ბაქტერიოფაგზე ქინაქინის ნაერთების სპეციფ. მოქმედება. ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა აზრი, რომ ბაქტერიოფაგი განაპირობებს მიკრობთა ფართო ცვალებადობას. ე. იცავდა ბაქტერიოფაგის ცოცხალი ბუნების თეორიას, რაც შემდგომში წარმატებით დადასტურდა. არის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. ''თხზ'' : De l’action destructive des sels de quinine sur le bactériophage de d’Hérelle, «Comptes rendus de la Société de Biologie», 1921, t. 85 (თანაავტ. E. Pozerski); Dimensions du corpuscule bactériophage, იქვე, 1927, t. 96 (თანაავტ. E. Suarez); Unicité du bactériophage sur la lysine du bactériophage, იქვე, 1921, t. 85 (თანაავტ. F. D’Hérelle).


სარჩევი

ელიავა ირაკლი იასონის ძე

ი. ელიავა.

(დ. 23. XII. 1928, თბილისი), ბიოლოგი, ფიტოჰელმინთოლოგი, ფიტოჰელმინთოლოგიისა და ნიადაგის ზოოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1986), საქართვ. მეცნიერებათა აკად. წ.-კორ. (1988). 1953 დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ბიოლოგია-ნიადაგთმცოდნეობის ფაკ-ტი. ამავე წელს მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. ზოოლ. ინ-ტში. 1972– 82 ხელმძღვანელობდა ნიადაგის ზოოლ. ლაბორატორიას. 1982- იდან არის თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტის ზოოლოგიის კათედრის გამგე, 1987–89 – თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტის დეკანი, 1989–2005 – საქართვ. მეცნიერებათა აკად. ზოოლოგიის ინტის დირექტორი, 2005-იდან ამავე ინ-ტის ნემატოლოგიის ლაბორატორიის გამგე. მისი გამოკვლევები ეხება ნიადაგის ზოოლ. ძირითად პრობლემებს (ფაუნისტიკა, ეკოლოგია), ნიადაგის ნემატოდების სისტემატიკას და მათი ფიტოპარაზიტიზმის წარმოშობის გზებს. მიღებული აქვს პ. მელიქიშვილის სახ. პრემია (1985), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

''თხზ'' :Определитель свободноживущих нематод семействa Qudsianematidae (Dorylaimidae), Тб., 1982; Свободноживущие не- матоды семейства Dorylaimidaе, Л., 1984; მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2002. რ. ჟორდანია.





ელიავა ლია შალვას ასული

ლ. შ. ელიავა.
ლ. შ. ე ლ ი ა ვ ა. მზისა. კადრი ფილმიდან "ბაში-აჩუკი".

(28. V. 1934, თბილისი, – 7. IX. 1998, იქვე), კინომსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1975). დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1955). 1956-იდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი იყო, 1986–91 – საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი. ე-მ ეკრანზე შექმნა ქალთა საინტერესო სახეები, რ-ებიც გამოირჩეოდნენ გრძნობათა სიწრფელით, არტისტული ინდივიდუალობით, ლირიზმით. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნინო ("ჩრდილი გზაზე", 1956), მზისა და მთვარისა ("ბაში-აჩუკი", 1957), ქეთო ("ქალის ტვირთი", 1957), ზეინაბი ("მამლუქი", 1958), ნანი ("განაჩენი", 1959), ელიკო ("შეწყვეტილი სიმღერა", საქართველო– ჩეხოსლოვაკიის ერთობლივი ფილმი, 1960), ანა ცალიკოვა ("ირისთონის შვილი", 1960, "ლენფილმი"), ირმა ("ჭიაკოკონა", 1961), ანა ("საღამო მშვიდობისა", 1962, "მოსფილმი"), ლეილა ("ზღვის შვილები", 1964), ქეთო ("მე ვხედავ მზეს", 1965), ნატო ("მალე გაზაფხული მოვა", 1967), მელიტა ("ქალაქი ადრე იღვიძებს", 1967), თაკუე ("ძმები საროიანები", 1969, "არმენფილმი"), საიალი ("სალამურის ხმა", 1975, "აზერბაიჯანფილმი"), ლია ("არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ", 1976), მსახიობი ამირეჯიბი ("სინემა", 1977), თიკო ორბელიანი ("დათა თუთაშხია", 1978), თინათინ დედოფალი ("წიგნი ფიცისა", 1983), ანა გრუზინსკაია ("ბაგრატიონი", 1985), რუსუდანი ("ორომტრიალი", 1986) და სხვ. ე-ს შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფ. კულტურა და ოსტატობა. დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.






ელიავა ლიანა ტარასის ასული

ლ. ტ. ე ლ ი ა ვ ა. კადრი ფილმიდან "სინემა".

(დ. 31. VIII. 1939, ხობი), კინორეჟისორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1962) და კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკტი (1969, მ. რომის სახელოსნო). გადაღებული აქვს ფილმები: "ბზიანეთი" (1969), "ეპისკოპოსი ნადირობაზე" (კინოალმანახი "დიდი ხნის წინათ", 1971), "მშვენიერი კოსტიუმი" (1973), "ფერმა მთაში" (კინოალმანახი "მშობლიურ ხეთა ჩრდილებში", 1974), "სინემა" (1977; 1979 ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორების კარლო ლიძანისა და ალბერტო მორავიას მიერ ჩვენებაზე წარდგენილმა ამ ფილმმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და ვინაიდან ამ წელს პრიზებს არ ანიჭებდნენ, მიიღო ოქროს მედალი – მონაწილეობისათვის). მისი ფილმებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, პოეტურობა და ფორმის შეგრძნება. ე. ავტორია წიგნებისა "სიზმრად ნანახი ფილმები" (თბ., 2004), "კინო უეკრანოდ" (თბ., 2011) და სხვ. 1999-იდან ცხოვრობს ფინეთში.





ელიავა შალვა ზურაბის ძე

[18(30). IX. 1883, სოფ. ღანირი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 3. XII. 1937], რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მუშაკი. რსდმპ წევრი 1904-იდან. 1905–07 რევ. დროს ე. რევ. პროპაგანდას ეწეოდა დას. საქართველოს სოფლებში. 1911 დააპატიმრეს და ოლონეცის გუბერნიაში გადაასახლეს. გათავისუფლების შემდეგ, ისე როგორც ბევრმა ქართვ. ბოლშევიკმა, სამოღვაწეო ასპარეზად რუსეთი აირჩია, ვინაიდან ბოლშევიკური იდეოლოგია საქართველოში სათანადო ნიადაგსა და მხარდაჭერას ვერ პოულობდა. 1915 ე. დააპატიმრეს და გადაასახლეს თავდაპირველად ასტრახანის, შემდეგ ვოლოგდის გუბერნიაში. 1917 თებ. რევ. შემდეგ იგი ვოლოგდის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავ-რე გახდა, შემდეგ კი – საგუბერნიო აღმასკომის თავ-რე და სასურსათო საქმეთა კომისარი. სრულიად რუსეთის საბჭოების IV საგანგებო ყრილობაზე აირჩიეს სრულიად რუსეთის ცაკის წევრად. 1919, როგორც რკპ(ბ) ცკ-ის, რსფსრ სახკომსაბჭოსა და სრულიად რუს. ცაკის თურქესტანის საქმეთა კომისიის თავ-რე, აქტიურად იბრძოდა ამ მხარის რუსეთთან შესაერთებლად. 1920 დაინიშნა რსფსრ სრულუფლებიან წარმომადგენლად ოსმალეთსა და ირანში. 1920 წლის გაზაფხულზე დღის წესრიგში დადგა ამიერკავკ. დამოუკიდებელი რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების ანუ ე. წ. გასაბჭოების საკითხი. ამ ამოცანის განხორციელებაში რუსეთი ერთ-ერთ მთავარ ძალად მიიჩნევდა მეხუთე კოლონას – ადგილობრივ ბოლშევიკებს. 1920-ის დამლევს ე. დაინიშნა მე-11 წითელი არმიის სამხ. რევ. საბჭოს წევრად, რ-საც გადამწყვეტი დარტყმა უნდა მიეყენებინა საქართველოსათვის. შულავერში ინსპირირებული აჯანყების შემდეგ ე. შევიდა იმ ჯგუფში, რ-იც თავს საქართვ. რევკომს უწოდებდა. საქართვ. დამფუძნებელმა კრებამ 1921 წ. 21 თებერვლის სხდომაზე ე., ისე როგორც რევკომის სხვა წევრები, ქართვ. ხალხის მოღალატედ გამოაცხადა და იგი კანონგარეშე დააყენა. ე-მ აქტ. მონაწილეობა მიიღო საბრძოლო ოპერაციებში და დიდად შეუწყო ხელი საქართვ. ოკუპაციასა და ანექსიას. ე. მეთაურობდა რევკომის დელეგაციას, რ-მაც 1921 მარტში ქ. ქუთაისში ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის კანონიერ მთავრობასთან შეთანხმებას, სადაც გათვალისწინებული იყო საქართვ. ტერიტორიაზე თურქეთის მოსალოდნელი აგრესიის შემთხვევაში ერთობლივი საწინააღმდეგო მოქმედება. ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ, 1921–23, ე. იყო საქ. სსრ სამხ.-საზღვაო საქმეთა კომისარი, 1923–27 – საქ. სსრ სახკომსაბჭოს თავ-რე. ამ პოსტებზე მუშაობის დროს მან დიდი როლი შეასრულა ამიერკავკ. ფედერაციის შექმნაში, როდესაც საქართველოს საბოლოოდ წაერთვა დამოუკიდებლობის მცირე ნასახიც კი. 1927–30 ე. ამიერკავკ. სფსრ სახკომსაბჭოს თავ-რე იყო. ე. აქტიურად უჭერდა მხარს ეროვნ. უმცირესობათა ე. წ. თვითგამორკვევის ბოლშევიკური ლოზუნგის რეალიზაციას, რ-მაც შემდგომში დიდი საფრთხე შეუქმნა საქართველოს მთლიანობას (მისმა უარყოფითმა როლმა განსაკუთრებით იჩინა თავი XX ს. 90-იან წლებში, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ). ე-მ სხვა ბოლშევიკებთან ერთად აშკარად დაუჭირა მხარი საკავშირო მთავრობის პოლიტიკას, რ-ის მეშვეობითაც საქართველომ დაკარგა თავისი ძირძველი მიწები. აგვისტოს აჯანყებისა (1924) და სხვა გამოსვლების დროს ე. განსაკუთრებით აქტიურობდა ქართვ. პატრიოტული ინტელიგენციის მიმართ განხორციელებულ რეპრესიებში. 1931 სამუშაოდ ისევ რუსეთში გადაიყვანეს, თავდაპირველად სსრკ საგარეო ვაჭრობის (1931–35), შემდეგ მსუბუქი მრეწველობის (1936) სახ. კომისრის მოადგილედ. 1937 ე. თავად გახდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი.

''ლიტ'' : თ ო ი ძ ე ლ., შალვა ელიავა, თბ., 1965.