ელიაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. ელიაშვილი.

არჩილ ივანეს ძე [25. VII (7. VIII). 1904, თბილისი, – 16. XII. 1971, იქვე], მეცნიერი ელექტროტექნიკის დარგში, საქართველოში ავტომატიკის მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1927 დაამთავრა გრენობლის (საფრანგეთი) პოლიტექ. ინ-ტი. ე-ის ხელმძღვანელობით ჩატარდა ფოთისა და მისი მიდამოების ელექტრიფიკაცია. მონაწილეობდა საქართველოს ენერგოსისტემის პირველი კვანძებისა და უბნების დაპროექტებაში. 1956 მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს მეცნ. აკად. ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექან. ინ-ტი (შემდგომში ა. ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინსტიტუტი ), რ-საც იგი გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. ე-ის თაოსნობით დაიწყო და გაიშალა საქართველოში პირველი სამუშაოები მათ. ლინგვისტიკისა და ავტომ. თარგმნის დარგში. მონაწილეობდა ,,ტექნიკური ტერმინოლოგიის" შედგენაში (გ. ნიკოლაძის სახ. პრემია, 1978, გარდაცვალების შემდეგ).

''თხზ'' : დიფერენციალურ განტოლებათა მატრიცული ინტეგრების გამოყენება ელექტრულ წრედებში გარდამავალი პროცესების ანგარიშისათვის, «საქართველოს მეცნ. აკადემიის მოამბე», 1945, ტ. 6, #4; ასოთა წყვილების სტატისტიკა ქართულ სალიტერატურო ენაში, «ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინ-ტის შრომები», 1960, ტ. 1 (თანაავტ. თ. გაჩეჩილაძე).






ელიაშვილი

ივანე სპირიდონის ძე (18. IV. 1864, ქუთაისი, – 12. I. 1932, თბილისი), ექიმ-ჰიგიენისტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, საზ. მოღვაწე, მწერალი. 1921–29 საქართვ. ჯანსახკომის სტატისტ. განყ-ბის უფროსი იყო. 1926 ე-ის თაოსნობით დაარსდა თსუ-ის სოც. ჰიგიენის კათედრა, რ-საც თვითონვე განაგებდა 1929-მდე. 1888-იდან თანამშრომლობდა ქართ. პრესასთან. იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების" წევრი, "სამედიცინო ფურცლის" ქართ. გამოცემის ხელმძღვანელი (1896). ჟურნ. "ჯეჯილსა" და "ნაკადულში" აქვეყნებდა საქართვ. ფლორისა და ფაუნის ამსახველ მოთხრობებს, რ-ებიც შეტანილია ე-ის წიგნში "სამშობლო ბუნების სარკე" (1911). ე-ს ეკუთვნის მოგონებები ა. წერეთელზე (მისი ანდერძის მიხედვით იგი იყო პოეტის ნების აღმსრულებელი), წვლილი მიუძღვის მისი ლიტ. მემკვიდრეობის აღნუსხვამოწესრიგებაში.


ელიაშვილი

ლეონტი ვასილის ძე (17. VI. 1893, სოფ. გელათი, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 20. VIII. 1958, თბილისი), მეან-გინეკოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედ. მეცნ. დოქტორი (1930), პროფესორი (1936), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1957). 1920 დაამთავრა პეტროგრადის სამხ.-სამედ. აკადემია. 1943–58 განაგებდა თბილ. ექიმთა დახელოვნების სახელმწ. ინ-ტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას. ე-ის თაოსნობით გაიხსნა პირველი საკოლმეურნეო სამშობიარო სახლები საქართველოში, 2 სამშობიარო სახლი თბილისში (1937), შეიქმნა ქალთა კონსულტაციები. 1955–59 იყო თბილ. მეან-გინეკოლოგთა სამეცნ. საზბის თავ-რე. იკვლევდა საკვერცხეების მორფოლოგიასა და ფუნქციას საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ, ნიკოტინის გავლენას ქალის სასქესო სფეროზე, ქალის სასქესო ჯირკვლების ინკრეტულ ფუნქციას, საქართველოში სამეანოგინეკოლ. დახმარების განვითარების საკითხებს და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

''თხზ'' : საკვერცხეები საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ, ტფ., 1930. ''ლიტ'' : გ ი გ ი ნ ე ი შ ვ ი ლ ი მ., ადამიანთა ჯანმრთელობის სამსახურში, თბ., 1972.