ელიზბარაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელიზბარ შალვას ძე (დ. 28. XI. 1946, თელავი), გეოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1991). 1969 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. 1970–78 მუშაობდა თსუის გეოფიზიკის კათედრაზე, 1978–89 – კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინტში. 1994-იდან იყო ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კლიმატის მოდელირების ლაბორატორიისა და კლიმატოლოგიის სექტორის გამგე. არის ამავე ინ-ტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყ-ბის გამგე და თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორი. ე-ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შესწავლილია მთის ჰავის ჩამოყალიბების მექანიზმის მრავალი საკითხი, გამოვლენილია საქართვ. კლიმ. რესურსების თავისებურებანი, კავკ. კლიმატის ცვლილების ძირითადი ტენდენციები. კვლევის შედეგები დაინერგა საქართვ. კურორტების დაგეგმარებაში, მშენებლობაში და საფუძვლად დაედო კლიმ. რესურსების ამსახველი მასალის მომზადებას ატლასისათვის – "საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები" (მოსკ.,1989; საქართვ. სახელმწ. პრემია). ე-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა (მ. შ. მონოგრაფიები) და სახელმძღვანელო. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003). კ. ხარაძე.

ელიზბარაშვილი

ზურაბ ალექსანდრეს ძე (დ. 3. X. 1930, ქ. ბორჯომი), აგრარიკოს-ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფ. (1986). 1960 დაამთავრა საქართვ. სასოფლო-სამეურნეო ინ-ტი. 1960– 76 იყო საქართვ. სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინ-ტის უფროსი მეცნ. მუშაკი, ეკონ. განყ-ბის გამგე; 1976–2006 – საქართვ. სახელმწ. აგრარული უნ-ტის ეკონომიკური კიბერნეტიკის კათედრის გამგე. 2006-იდან პროფესორ- კონსულტანტია. ე-ის სამეცნ. შრომები ეხება სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ეკონ.-ორგანიზაციულ პრობლემებს, საწარმოო და ეკონომიკურ სიტუაციათა ოპტიმიზაციის საკითხებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).


ელიზბარაშვილი

მელორ იროდიონის ძე (დ. 13. XI. 1939, ბორჯომი), ფიზიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (1999). 1964 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. მუშაობდა საქართველოს პოლიტექ. ინ-ტის რადიოტექნიკის კათედრაზე, 1965–80 – ლენინგრადის მეტროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თბილისის ფილიალში. 1980-იდან პედ. საქმიანობას ეწევა საქართველოს ტექ. უნ-ტის რადიოტექნიკის კათედრაზე. ე. იკვლევს უწყვეტი ერთ- და მრავალგანზომილებიანი სიგნალების ორთოგონალური და არაორთოგონალური გაშლის ოპერატორების გამოთვლითი მდგრადობის საკითხებს.

''თხზ'' : შეტყობინებათა გადაცემის ციფრული სისტემების საპროექტო გადაწყვეტათა სისწორის მაჩვენებლების ანალიზი, თბ., 2008 (თანაავტ. ა. ბერიძე).


ელიზბარაშვილი

ნოდარ კლიმენტის ძე (დ. 28. VII. 1959, ბათუმი), გეოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2004), ა. ჯავახიშვილის სახ. საქართველოს გეოგრ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების დარგში (2008), სამეცნ. ჟურნ. "საქართველოს გეოგრაფიის" მთ. რედაქტორი, თსუ-ის პროფესორი. 1982 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.- გეოლ. ფაკ-ტი. 1985-იდან კითხულობდა ლექციებს თსუ-ში და ს.-ს. ორბელიანის სახ. პედაგოგიურ უნტში. 2006-იდან თსუ-ის საქართვ. გეოგრ. და ლანდშაფტური დაგეგმარების მიმართულების ხელმძღვანელია, 2010-იდან – საერთაშ. გეოგრ. კავშირის ლანდშაფტური ანალიზის და ლანდშაფტური დაგეგმარების კომისიის ხელმძღვანელი. ე. 1998–2006 იყო თსუ-ის საქართვ. გეოგრაფიის კათედრის გამგე, 2005–06 – ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის დირექტორის მოადგილე (შეთავსებით), 2006–08 – განყ-ბის გამგე, 2007–09 – სამეცნ. ფონდის გრანტის – "საქართველოს ნაციონალური ატლასი" – სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი. ე-ის შრომები ეხება მთიანი ტერიტორიების ლანდშაფტურ-ეკოლოგიური დაგეგმარების საფუძვლებს, გამოიკვლია და დააფუძნა ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდოლოგია საქართველოში. ე-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა (მ. შ. მონოგრაფიები) და სახელმძღვანელო.