ელისაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვლადიმერ ილიას ძე (დ. 29. V. 1944, ოლოვიანაია, ჩიტას ოლქი, რუსეთი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1996). 1970 დაამთავრა ლენინგრადის სახელმწ. უნტის ბიოლოგიის ფაკ-ტი. 1983–89 მუშაობდა ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინტში უფროს მეცნ. თანამშრომლად. 1989-იდან ამავე ინ-ტის მცენარეული სუბსტრატების ბიოკონვერსიის ლაბორ. ხელმძღვანელია. ე-ის კვლევის ძირითადი მიმართულებაა: უმაღლესი ბაზიდიომიცეტების ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია; ლიგნოცელულაზური ფერმენტების ბიოსინთეზი; ბიოლოგიურად აქტ. ნაერთების წარმოქმნა მცენარეული ნედლეულის ბიოკონვერსიის გზით; იაფი კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიების შემუშავება. ი. ჯაფარიძე.



ელისაშვილი

ი. ე ლ ი ს ა შ ვ ი ლ ი. კოლკა, დ. თაქთაქიშვილის "ნევის შევარდენი".

იზოლდა ივანეს ასული (დ. 17. IV. 1929, თბილისი), მსახიობი. საქართველოს სახ. არტისტი (1979). 1949 დაამთავრა კ. მარჯანიშვილის თეატრ. სტუდია. 1950-იდან თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს 60-მდე როლი, რ-თაგან აღსანიშნავია: ნიკო (გ. ბერძენიშვილის "ბედნიერებისაკენ"), კუწო (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), ეტიენი (ც. სოლოდარის "მარსელელი ბიჭები"), წითელქუდა (ე. შვარცის "წითელქუდა"), სოფიკო (გ. ნახუცრიშვილის "აჩაკუნე"), რემი (ა. ბონდის "გამომგონებლები"), ვოვკა (ს. მიხალკოვის "სომბრერო"), პეტია (მ. შატროვის "რევოლუციის სახელით"), პეტკა (ი. დიკის "პეტკა კოსმოსში"), ჯიმი (რ. სტივენსონის "განძთა კუნძული"), მანანა (გ. ქელბაქიანის "დედინაცვალი"), აცა (ქ. ჭილაშვილის "აცა-ბაცა") და სხვ. ე. ძირითადად "ინჟენიუ ტრავესტის" ამპლუის (პატარა ბიჭებისა და გოგონების როლები) მსახიობია. მისი განსახიერებული როლები გამოირჩევა გულწრფელობითა და მაღალი ოსტატობით. შ.ცუცქირიძე.