ელიუს სპარტიანუსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Aelius Spartianus), IV ს. რომაელი ისტორიკოსი. ერთი იმ ექვს ავტორთაგანი, რ-თაც რომის ისტორიოგრაფია აერთიანებს საერთო სახელით "ავგუსტუსების ისტორიის მწერლები". რომაელ კეისართა ბიოგრაფიები შედგენილია IV ს. I ნახევარში. თხზულებები კომპილაციური ხასიათისაა. მათში სანდო ისტ. მონაცემებთან ერთად არის ყალბი და ზოგჯერ ანეკდოტური ცნობებიც. მიუხედავად ამისა, ეს კრებული II–III სს. რომის ისტორიის მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი უნიკალური წყაროა. ე. ს. კრებულში ფიგურირებს როგორც იმპ. ადრიანეს ბიოგრაფი. საქართვ. ისტ. თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ცნობები, რ-ებიც ეხება ადრიანესა და იბერიის მეფე ფარსმან ll-ის ურთიერთობას. სწორედ ე. 653 ს-ის თხზულებიდან ვიცით, რომ ფარსმანმა "ქედმაღლურად უარი თქვა მიპატიჟებაზე", როდესაც ადრიანემ მცირე აზიაში მოგზაურობისას თავისთან მიიწვია ვასალური და მოკავშირე სახელმწიფოთა ხელისუფალნი. ე. ს. მოგვითხრობს, რომ, მიუხედავად არაერთგზის მიწვევისა, ფარსმანი არც რომში ჩასულა ადრიანესთან. ე. ს. იმასაც აღნიშნავს, რომ ადრიანეს არავისათვის გაუგზავნია იმდენი საჩუქარი, რამდენიც გაუგზავნა ფარსმანს. ბრწყინვალე საჩუქრების გარდა, იმპერატორს მისთვის ორმოცდაათი კაცისაგან შემდგარი კოჰორტაც უბოძებია; ფარსმანს საპასუხოდ იმპერატორისათვის გაუგზავნია ძღვენი, რ-შიც ოქრომკედით ნაქარგი მოსასხამებიც ყოფილა, ადრიანეს კი ცირკის არენაზე გამოუშვია ამ მოსასხამებში გამოწყობილი სამასი ბოროტმოქმედი. ასე გადაუხდია სამაგიერო ფარსმანისათვის იმპერატორს. ე. ს-ის ცნობები მნიშვნელოვანია II ს. ქართლისა და რომის ურთიერთობის შესასწავლად. ''თხზ'' : [წიგნში] Scriptores Historiae Augustae, v. 1, Lpz., 1965.

''ლიტ'' : Л о м о у р и Н. Ю., Грузино- римские взаимоотношения, Тб., 1981. ნ. ლომოური.