ელიფსისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. elleipsis – გამოტოვება, გამოვარდნა), სტილისტიკური ხერხი – წინადადებაში რომელიმე სიტყვის გამოტოვება მისი მხატვრული გაცხოველების მიზნით. ე. მეტყველებას სისხარტესა და ლაკონიურობას ანიჭებს. იგი გავრცელებულია როგორც ზეპირ საუბარში, ისე მხატვრულ მეტყველებაში. ე-ის ნიმუშია "ვეფხისტყაოსნის" სტრიქონები: "ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრეთვე მელექსესა – ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა..." გამოტოვებული სიტყვა "გამოსცდის", ტირეთია აღნიშნული. ა. ხინთიბიძე.