ელიშაკოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ი. ელიშაკოვი.

(Elishakoff) ისაკ ბენციონის ძე (დ. 9. II. 1944, ქუთაისი), მათემატიკოსი და მექანიკოსი. საქართვ. მეცნიერებათა ეროვნ. აკადემიის უცხოელი წევრი (2010), არჩეულია გამოყენებით მექანიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. სოხუმის საშუალო სკოლის დამთავრების (1962) შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ენერგეტიკის ინ-ტის მანქანათა დინამიკისა და გამძლეობის ფაკ-ტზე, რ-იც 1968 დაამთავრა. 1971–72 მუშაობდა სოხუმის უნ-ტის მათ. ანალიზისა და ანალიზური გეომ. კათედრაზე. 1972-იდან არის ისრაელის, ხოლო 1989-იდან – აშშ-ის მოქალაქე. სხვადასხვა დროს მუშაობდა მსოფლიოს მრავალ ცნობილ უნტში, მ. შ. ტექნიონში (ისრაელის ტექნოლოგიური ინ-ტი, ხაიფა), ტოკიოსა და კიოტოს (იაპონია), რომის "ლა საპიენსას", ბოლონიის (იტალია) და სხვა უნ-ტებში. 1989-იდან არის ფლორიდის აშშ ატლანტიკური უნ-ტის პროფესორი. ე-ის სამეცნ. მოღვაწეობის სფეროა საიმედოობის თეორია, სტრუქტურათა შემთხვევითი რხევები, დრეკადობის თეორიის ამოცანების მათ. მოდელირება. ე. ავტორია 10 მონოგრაფიისა. არჩეულია ამერიკის მექანიკის აკად. წევრად (1991), იაპონიის მეცნ. განვითარების საზოგადოების წევრად (1992), ევრ. მეცნიერებისა და ხელოვნების აკად. წევრად (2011), ამერიკის მექანიკოს-ინჟინერთა საზოგადოების წევრად (2011). დაჯილდოებულია სხვადასხვა სამეცნ. პრიზით.

''თხზ''.Eigenvalues of Inhomogeneous Structures: Unusual Closed-Form Solutions. Boca Raton, 2004.