ელფი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"ე ლ ფ ი" . გამომცემლობის ლოგო.

გამომცემლობა, დაარსდა 1996 წ. (დამფუძნებელი და დირექტორი – თ. დიდებულიძე). გამომცემლობის ძირითადი პრიორიტეტებია: მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, საგანმან. ინოვაციები. აღსანიშნავია პროექტი – "მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები", საბავშვო ლიტერატურის სერია: "ჩემი პირველი..." (ჩემი პირველი ბიბლია, ცხოველების წიგნი, იგავ-არაკების წიგნი და ა.შ.), "ელფის პატარა მკითხველს" და "რა არის რა". "ე-ის" გამოცემული ენციკლოპედიებიდან აღსანიშნავია "მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედია" და "საქართველოს დიდი ბრძოლები". "ე-ის" პროდუქცია გამოირჩევა მაღალი პოლიგრ. დონით. "ე." იყო პირველი ქართული გამომცემლობა, რ-მაც 1997 ფრანკფურტის წიგნის საერთაშ ფესტივალზე საავტორო უფლება გაყიდა. ქართ. სამზარეულოს წიგნის გამოცემისათვის "ე." 2001 საერთაშ. ასოციაცია Gourmand Word Cookbook Awards-მა დააჯილდოვა. გამომცემლობის წიგნები ყოველწლიურადაა წარდგენილი ფრანკფურტის წიგნის მსოფლიო ფესტივალსა და ბოლონიის საბავშვო წიგნების გამოფენაზე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ელფი&oldid=3267-დან“