ელცინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორის ნიკოლოზის ძე (1. II. 1931, სოფ. ბუტკა, სვერდლოვსკის ოლქი, – 23. IV. 2007, მოსკოვი), რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი 1991–99 (1996 წ. 3 ივლ. აირჩიეს მეორედ, 1999 წ. 31 დეკ. გადადგა დაკავებული თანამდებობიდან). 1955 დაამთავრა ურალის პოლიტექ. ინტი (სპეციალობა – ინჟინერ-მშენებელი). 1968–88 ეკავა სხვადასხვა პარტიული თანამდებობა. 1976- იდან იყო სვერდლოვსკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1985–86 – სკკპ ცკ-ის მდივანი, 1985–87 – მოსკ. ქალაქკომის პირველი მდივანი; 1989 აირჩიეს სსრკ სახალხო დეპუტატად. 1990 გამოვიდა კომპარტიიდან. 1990–91 გახდა რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავ-რე. 1991 დეკ. ბელორუსიასა და უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას სსრკ დაშლის და დამოუკიდებელ სა655 ხელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის შესახებ. ე. სამჯერ იყო საქართველოში: პირველად, არაოფიციალურად – 1989 წ. 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით; მეორედ – 1991 (დაბა ყაზბეგში შეხვდა საქართვ. პრეზიდენტს – ზ. გამსახურდიას, სადაც გაიმართა მოლაპარაკება საქართვ.- რუს. ურთიერთობის, ყოფილი სამხრ. ოსეთის ავტონ. ოლქში შექმნილი ვითარებისა და სხვა საკითხების შესახებ); მესამედ – 1994 წ. 3 თებ., როდესაც ხელი მოაწერა საქართვ.- რუს. ხელშეკრულებას მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ. 1992 მაისში ე. მონაწილეობდა დაგომისის შეთანხმების შემუშავება-ხელმოწერაში.