ემიგრაცია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(<ლათ. emigro – გადავსახლდები): 1. მოქალაქის წასვლა თავისი სახელმწიფოდან უცხო სახელმწიფოში მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად; 2. უცხოეთში გადახვეწილი პირების ანუ ემიგრანტების ერთობლიობა. ე. განპირობებულია უმუშევრობით, გაჭირვებით, პოლიტ. მოტივებით. პოლიტ. ემიგრანტები სარგებლობენ თავშესაფრის უფლებით. XX ს. ქართ. ე-ის სამი ტალღა განსახლების დიდ არეალს – 4 კონტინენტს მოიცავს. I ტალღაში იგულისხმებიან ემიგრანტები, რებმაც სამშობლო 1921–30 დატოვეს, II-ში – II მსოფლიო ომის შემდეგ ე-ში აღმოჩენილი მოქალაქეები, III-ში – 1991–92 სამოქალაქო დაპირისპირების, აფხაზეთის ომისა და დღემდე მძიმე სოც. მდგომარეობის გამო საქართველოდან წასული პირები. ე - ი ს I ტ ა ლ ღ ა ს (დაახლოებით 30000–40000) შეადგენენ პოლიტიკური, სამხედრო, კულტურული და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები, რ-ებმაც სამშობლო 1921 ბოლშევიკური ოკუპაციის, 1924 აჯანყების (იხ. აგვისტოს აჯანყება 1924 ) დამარცხების ან რეპრესიების გამო დატოვეს. ესენი არიან მთავრობის, დამფუძნებელი კრებისა (იხ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება ) და პარლამენტის, პოლიტ. პარტიების ხელმძღვანელები და თვალსაჩინო წევრები, ქართ. არმიისა და გვარდიის შტაბების წევრები, კოჯორ-ტაბახმელასთან მებრძოლი სამხ. პირები, იუნკერთა სკოლის კურსანტები, მათი ოჯახები. მათ მიემატნენ ისინი, რომელთაც საიდუმლოდ გადალახეს საზღვარი. საქართველოში საოკუპაციო რეჟიმის დამყარების გამო უკან ვეღარ დაბრუნდნენ უცხოეთში მოღვაწე დიპლომატები, ეკონ. მრჩევლები, საელჩოებისა და საკონსულოების, "რუსეთ-სპარსეთის სანავთობო ამხანაგობისა" და ჭიათურის "შავი ქვის" მრეწველი საზოგადოების "ჩემოს" თანამშრომლები, დამოუკიდებლობის დროს მთავრობის მიერ უცხოეთში გაგზავნილი თუ საკუთარი ინიციატივით სასწავლებლად ან სტაჟირებისათვის წასული მეცნიერები, სტუდენტები, ხელოვნების დარგის მოღვაწეები – მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები და ა. შ. 1921 თებ., როდესაც წითელი არმია თბილისს მიუახლოვდა, ივ.ჯავახიშვილის რჩევით, ე. თაყაიშვილს, ფინანსთა მინისტრის თანაშემწე ი.ელიგულაშვილთან ერთად, ბოლშევიკთა ხელყოფისაგან საქართვ. სახელმწიფო ხაზინისა და ეროვნ. განძის გადარჩენა დაევალა. განძი მარსელის ბანკში დააბინავეს. ხაზინის ვერცხლეულობის გაყიდვით სამუზეუმო განძის შენახვის საფასური გადაიხადეს და პარიზთან ახლოს, დაბა ლევილის მამული და ორსართულიანი სასახლე – "შატო" შეიძინეს. მამული დღესაც საქართვ. ეკუთვნის და ქართ. ე-ს დიდ სამსახურს უწევს. საქართვ. ოკუპაციის შემდეგ ლტოლვილების პირველი დიდი ნაკადი სტამბოლმა მიიღო. 400 ქართველის დახმარება ერთა ლიგამ , "ერთა ლიგის ლტოლვილთა დამხმარე ამერიკულმა კომიტეტმა" და "შრომის საერთაშორისო ბიურომ" ითავა. 1921 ბოლოს საქართვ. საელჩომ მათი საშუალებით დაიწყო სამოქალაქო ომის ალში გახვეული სტამბოლიდან ევროპაში ლტოლვილთა გაყვანა და კონტრაქტების საფუძველზე ევრ. ქვეყნებში დასაქმება. ბევრმა ქართველმა თავი ირანს შეაფარა. მათ შორის იყვნენ 1908 ირანის რევ. მონაწილეები. ლტოლვილთა ნაწილმა ჩინეთის საზღვარი გადალახა და მანჯურიაში გადავიდა, სადაც XIX ს. ბოლოდან ქ. ხარბინში ქართ. უბანი და მდიდარი ქართ. სათვისტომო არსებობდა. 1922–23 საბჭოთა ხელისუფლებამ 90-მდე ადამიანი, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და აქტ. წევრები თავდაპირველად დააპატიმრა და მეტეხის ციხეში ჩასხა, შემდეგ საზღვარგარეთ გაასახლა. მათ შორის იყვნენ: სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნ.-დემოკრატები. ისინი საფრანგეთმა, გერმანიამ და ჩეხოსლოვაკიამ შეიფარა. 1924 აგვისტოს აჯანყების დამარცხებისა და რეპრესიების გამო თურქეთს და ირანს მეორე დიდი ნაკადი მიაწყდა. სექტემბრის ბოლოს თურქეთში ქ. ჩოლოყაშვილის შეფიცულთა ჯგუფიც გადავიდა. 1924–30 წლებში საქართველო აჯანყების სხვა მონაწილეებმაც დატოვეს. კოლექტივიზაციამ და მიწების ჩამორთმევამ 1929–30 მესხეთიდან და საქართვ. სხვა კუთხეებიდან მასობრივი ე. გამოიწვია. ქართვ. ემიგრანტთა ყველაზე დიდი რაოდენობა საფრანგეთსა და პოლონეთში იყო თავმოყრილი. ემიგრანტთა დიდი ჯგუფი მიიღო იტალიამ, ნაწილი კი – საბერძნეთმა. ესპანეთში ქართველები შედარებით ცოტანი იყვნენ. XIX ს-ში ამერიკაში ერთეული ქართველები ჩადიოდნენ, XX ს-ში კი იწყება მასობრივი ე. 1905 ჩასულ გურულ ცხენოსანთა ჯგუფის ნაწილი კოლორადოს შტატში დასახლდა, 1912 ამერიკელი მრეწველების მიერ რკინიგზის მშენებლობაზე დიდ ჯგუფებად მთიანი რაჭიდან და ალაგირიდან ჩაყვანილი მუშები კი – ქ. სიეტლსა და მის მიდამოებში. 1886 კანადაში, ქ. ვანკუვერის დაარსებისთანავე, გამოჩნდნენ ქართველები, რ-ებიც სიეტლიდან გადადიოდნენ. უცხოეთის ქვეყნების უმრავლესობაში ლტოლვილებს დახვდათ საქართვ. დამოუკიდებლობის დროს შექმნილი ქართ. წარმომადგენლობები და საკონსულოები, რ-ებმაც იზრუნეს ემიგრანტების მიღებასა და ელემენტარული პირობების შექმნაზე, თუმცა მათი ლეგალიზაცია მხოლოდ საფრანგეთში მოხერხდა. XX ს. 20–30-იან წლებში ქართულმა ე-მ ურთიერთდახმარებისა და ეროვნული სახის შენარჩუნების მიზნით შექმნა ქართ. კოლონიები, სათვისტომოები და ასოციაციები: საფრანგეთში (პარიზი, სოშო-ოდენკური, მონპელიე, ორნის რკინის მაღაროები, მონბელიარი, გრენობლი, პონტემარი, ნანსი, მარსელი, ლიონი, ბორდო), გერმანიაში (ბერლინი, კელნი, მიუნხენი, ჰაიდელბერგი), პოლონეთში (ვარშავა), ჩეხოსლოვაკიაში (პრაღა), ლატვიაში, ბელგიაში, შვეიცარიაში (ლოზანა, ჟენევა), ესპანეთში, თურქეთში, ირანში, მანჯურიაში (ხარბინი), აშშ-ში, კანადაში. ე-ის პირველი წლებიდანვე შეიქმნა ახ. ქართული პოლიტ. ორგანიზაციები: " ინტერპარტიული საზღვარგარეთის ბიურო", "სტამბოლის პოლიტიკური კომისია" და მასთან არსებული "სამხედრო კომისია", "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი", "კავკასიის განმათავისუფლებელი კომიტეტი", "კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი", " პრომეთეს ფრონტი". პოლიტ. ორგანიზაციების კვალდაკვალ შეიქმნა პოლიტ. ხასიათის ახ. ეროვნ. გაერთიანებები: "მომავალი", "თეთრი გიორგი", "ქართული ფაშისტური დარაზმულობა". ქართ. ე-ის კონსოლიდაციაში განსაკუთრებული როლი შეასრულა პარიზში წმ. ნინოს სახელობის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მისმა პირველმა მოძღვარმა დეკანოზმა გრიგოლმა (ფერაძე) და მის მიერ დაარსებულმა ქართულმა ჟურნალმა "ჯვარი ვაზისა". XX ს. 20–30-იან წლებში დაარსდა ქართ. საქველმოქმედო- დამხმარე ორგანიზაციები ("სტუდენტთა დამხმარე საგანგებო კომიტეტი", "ტუბერკულოზით ავადმყოფ ქართველთა დამხმარე კომიტეტი", "ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტი" და "ახალგაზრდული სექცია") და პროფ. პრინციპზე დამყარებული გაერთიანებები ("ქართველ ინჟინერთა და ტექნიკოსთა ასოციაცია", "იუნკერთა კავშირი“, "ქართველ მხედართა დარაზმულობა", "ყოფილ ქართველ მეომართა საზოგადოება", "ქართველ ექიმთა კავშირი", "ქართველ შოფერთა კავშირი", "ქართველ ებრაელთა საზოგადოება", "თავად-აზნაურთა საკრებულო", ქალთა კომიტეტები და მრავალი სხვ.), რ-ებიც ევრ. სამეცნიერო წრეებთან და საერთაშორისო პროფ. ორგანიზაციებთან თანამშრომლობდნენ. ე-ში ქართ. მენტალიტეტის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი იყო კულტ.- საგანმან. ორგანიზაციების ("ქართული კერა", "პრომეთეს კლუბი", "კავკასიის შემსწავლელი საზოგადოება") საქმიანობა, რ-თა მიზანი იყო ბავშვებისათვის ქართ. ენის, ლიტერატურის, ისტორიის, ტრადიციების შესწავლა, კავკასიის პრობლემების უცხოელთათვის გაცნობა, კულტ. ღონისძიებებით მათი დაახლოება. საგანმან.- პროპაგანდისტულ მიზნებს ისახავდა "ქართული სამეცნიერო წრე", "პარიზში მცხოვრებ ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა ასოციაცია". დაარსდა სასპორტო საზ-ბა "შევარდენი". ქართ. კულტურისათვის დიდად ფასეული იყო ქართ. ენის კათედრების დაარსება ევროპაში ბრიუსელის, ბერლინის, ვარშავის უნივერსიტეტებსა და ნეაპოლის ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ მ ც ო დ ნ ე ო ბ ი ს ინსტიტუტში. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა პარტიულ პრესას, ლიტ.- სამეცნიერო, კულტურულ და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოცემულ პერიოდიკას, გამომცემლების, ქართ. სტამბების საქმიანობას, ასევე სამუსლიმანო საქართველოში, ლეჩხუმ-სვანეთში, იმერეთში, რაჭასა და გურიაში სხვადასხვა დროს ჩატარებული ექსპედიციების ანგარიშების (6 წიგნად) გამოსაცემად ე. თაყაიშვილის ინიციატივით შექმნილ "ქართული საარქეოლოგიო და საკულტურო მასალების გამოცემის ფონდს“, რ-მაც მხოლოდ 2 ტომის გამოცემა მოახერხა. პერიოდიკა, ცალკეული გამოცემები და წიგნები უკვე 1921 იბეჭდებოდა სტამბოლსა და პარიზში, შემდეგ – ვალენტინეში, ჟენევაში, ბერლინში, მიუნხენსა და სხვა ქალაქებში.ახ. თაობისა და უცხოელთა659 თვის ქართ. ტრადიციების გაცნობის მიზნით, საერთაშ. საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად და საქართვ. საკითხის გასახმაურებლად დიდი როლი ენიჭებოდა ევროპაში, მანჯურიასა და ამერიკაში დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი თარიღების – შობა-ახალი წლის, ნინოობის, თამარობის, 26 მაისისა და საერთო კავკ. დღესასწაულების აღნიშვნას. იხდიდნენ ცალკეულ პოლიტ. და საზოგადო მოღვაწეთა პანაშვიდებს. აღნიშნავდნენ ხსოვნის დღეებსა და საიუბილეო თარიღებს. ნაწილობრივ ითარგმნა "ვეფხისტყაოსანი" უკრაინულ, პოლონურ, გერმანულ ენებზე, გამოიცა პოემის რუსული, ფრანგული, იტალიური თარგმანები. თუმცა ე-ის საქმიანობას მთავარი შედეგი – საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენა და ლტოლვილთა სამშობლოში დაბრუნება არ მოჰყოლია. II მსოფლიო ომის გამო ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ნაწილი საერთოდ მოისპო, ნაწილმა კი დიდი ხნით შეაჩერა საქმიანობა. მეტიც, ომმა დიდი დარტყმა მიაყენა მთელ ქართ. ე-ს როგორც ანტიგერმანულ ბანაკში, ასევე გერმანიის მხარეს მებრძოლთა რიგებში. ომში ქართველმა ემიგრანტებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს. II მსოფლიო ომში საფრანგეთის ჩაბმის შემდეგ მობილიზაცია შეეხო ფრანგულ უცხოურ ლეგიონში მყოფ ქართველ ემიგრანტებსა და სამოქალაქო პირებს, რ-ებიც 1940 გ. ოდიშელიძის მეთაურობით, გააერთიანეს ქართ. სამხ. ნაწილში "Unité Géorgienne". საფრანგეთის დამარცხების შემდეგ მათი ნაწილი პარტიზანებს შეუერთდა, ნაწილი დე გოლის "თავისუფალი საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში" და "ეროვნულ ფრონტში" შევიდა და საფრანგეთის განმათავისუფლებელ ბრძოლაში ჩაება, ნაწილი კი გერმანულ არმიაში ჩაეწერა. პოლონელებს ქართველები ომში არ გაუწვევიათ, თუმცა 80-მდე მხედარი თავისი ნებით ჩაება ბრძოლაში. როდესაც 1939 რიბენტროპმოლოტოვის პაქტით პოლონეთი გერმანიამ და სსრკ-მა გაიყვეს, ქართველები იატაკქვეშა "არმია კრაიოვასა" და პარტიზანულ რაზმებში გაერთიანდნენ. მათზე ნადირობდა ესესიც და საბჭოთა უშიშროებაც. შეპყრობილებს გერმანელები ბანაკებში ათავსებდნენ, საბჭოელები – ხვრეტდნენ ან ციმბირში ასახლებდნენ. კატინის ტყეში დახვრეტილ 15000 პოლონელ ოფიცერს შორის ქართველებიც იყვნენ. ემიგრანტები იბრძოდნენ ბელგიის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ჯარშიც. ამერიკა იყენებდა ავიაკონსტრუქტორების: მ. გრიგორაშვილის (მაიკლ გრეგორი) და ა. ქართველის (ქართველიშვილი) გამანადგურებლებს, მრეწველ გ. კობახიძის (ჯორჯ კობი) მინის ქარხნის სამედ. და ავიაპროდუქციას, განსაკუთრებით ახალგამოგონილ მინის ამპულებს ინექციებისათვის. ქართველები გაერთიანებული იყვნენ ევრ. ქვეყნების პარტიზანულ რაზმებში. "მაკიზართა" შემადგენლობაში შეიქმნა ქართ. პოლკი "მაკი ჟორჟიენ" ო. იშხნელის ხელმძღვანელობით და ლეგიონი, რ-საც ქართველი ემიგრანტები პატრონობდნენ. ათასობით ტყვემ თავშესაფარი ჩრდ. იტალიის სოფლებში იპოვა. მათი ნაწილი პარტიზანულ რაზმებს ("გარიბალდელები", "ჯუზეპე მატეოტი", "ოპიზო", "პიავე", "ფიამე ვერდსა", "ლიბერასიონე" და ა. შ.) შეუერთდა. გერმ. ხელისუფლებამ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ემიგრანტებს, თანამშრომლობის სანაცვლოდ, სამშობლოს გათავისუფლებაში დახმარება აღუთქვა. ნაწილი ამ მოწოდებას გამოეხმაურა და გერმანიაში ჩავიდა. ამასთან, ქართველებს კარგად ახსოვდათ გერმ. როლი 1918 დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართვ. დემოკრ. რესპ. დაცვის საქმეში. გერმ. სამხ.-პოლიტ. წრეებში ბევრი არ იზიარებდა ჰიტლერის კოლონიურ პოლიტიკას სსრკ- ში შემავალი ხალხების მიმართ. მათი აზრით, რუს. ექსპანსიის შესაჩერებლად აუცილებელი იყო სსრკ-ის ადგილას ეროვნ. სახელმწიფოების შექმნა. ამ მიზნით 1942–44 წლებში გერმანიაში სამი ქართ. პოლიტ. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა: ერთი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან – "ქართული პოლიტიკური კომიტეტი" ი. ბაგრატიონის თავმჯდომარეობით, ორი – აღმოსავლეთის სამინისტროსთან – "ქართული ეროვნული კომიტეტი" მ. წერეთლისა და "ქართული ცენტრი" გ. მაღალაშვილის თავმჯდომარეობით. 1943 ნოემბერში შეიქმნა სამხ. ორგანიზაცია "ქართული სამეკავშირო შტაბი" მ. კედიას მეთაურობით. შტაბი დაკავებული იყო პოლიტ. საკითხებითაც და ქართველებზეც ზრუნავდა. მათ ებრაელები ეთნიკურ ქართველებად გამოაცხადეს და ყალბი დოკუმენტებით 1000-მდე ქართვ. და ევრ. ებრაელი სიკვდილს გადაარჩინეს. მომავალი გათავისუფლებული საქართველოს ეროვნ. არმიის შესაქმნელად და ტყვეთა გადასარჩენად დაიწყო ქართ. ნაწილების ჩამოყალიბება. ჯერ კიდევ 1939 მ. კერესელიძის მეთაურობით მოხალისე ემიგრანტთაგან შეიქმნა საჰაერო-სადესანტო რაზმი "თამარ პირველი", 1941 კი ს. ზალდასტანიშვილის მეთაურობით – "თამარ მეორე". საქართველოში "თამარ პირველის" წევრთა დესანტად გადასმის შემდეგ მათი დიდი ნაწილი ან დაიღუპა, ან ტყვედ ჩავარდა. გადარჩენილი ნაწილი "თამარ მეორეს" შეუერთდა. ე-ს დაემატნენ ტყვეები, რ-თა რიცხვმა მკვეთრად იმატა II მსოფლიო ომში სსრკ-ის ჩაბმისთანავე. 1942 გერმანიაში შეიქმნა "ქართული ლეგიონი", პოლონეთში (შ.მაღლაკელიძის მეთაურობით) – 6 ბატალიონი: "შალვა მაღლაკელიძე", "გიორგი სააკაძე", "მეფე ერეკლე II", "დავით აღმაშენებელი", "მეფე თამარი", "შოთა რუსთაველი", უკრაინაში – 4 ბატალიონი, ხოლო ჩრდილოეთ იტალიაში – ერთი. 12 ქართ. ბატალიონში სულ 14000 ქართვ. იყო გაერთიანებული, მომმარაგებელ და სამშენებლო ბატალიონებში – 6800. კაპიტან ობერლენდერის მეთაურობით შეიქმნა განსაკუთრებული სამხედრო ნაწილი, სამთო შენაერთი "ბერგმანი". მ. და ა. დადიანებმა ქართველ ცხენოსანთა ასეული – ესკადრონი – შეადგინეს. ყველა ამ სამხ. ნაწილში გაერთიანებული იყვნენ ტყვეებიც და ემიგრანტებიც. "ბერგმანის" და გაერთიანებული "თამარის" ბევრი წევრი ყირიმისა და ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა, ამიტომ "ქართული შტაბის" მცდელობით ბატალიონები დასის ფრონტზე გადაანაწილეს. მეორე ფრონტის გახსნის შემდეგ პირველი დარტყმა ჩრდ. საფრანგეთში, ნორმანდიაში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღო. ის, ვინც ინგლისელების ტყვე ხდებოდა, საბჭოთა კომისიის ხელში გადადიოდა. მათ ან ადგილზე ხვრეტდნენ, ან სსრკ-ში გზავნიდნენ შინსახკომის ჯურღმულებსა ან ციმბირის ბანაკებში მოსათავსებლად. გადარჩნენ ის ნაწილები, რ-ებიც დანიაში, ჩრდ. იტალიასა და ჰოლანდიაში იდგნენ (კ. ტექსელის ბატალიონის გარდა, რ-ის აჯანყებას 500-ზე მეტი ქართველი შეეწირა). გერმ. კაპიტულაციის შემდეგ, იალტის 1945 წლის კონფერენციის შეთანხმებათა შესაბამისად, მოკავშირეებმა სსრკ-ს გადასცეს ბანაკებში მყოფი სამხედრო ტყვეების ნაწილი, რ-თაც სასტიკად გაუსწორდნენ. ვინც ხელში ვერ ჩაიგდეს, რეპრესიები მათ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს დაატეხეს თავს. კ. ლიპარის ბანაკში (იტალია) ტყვედ მყოფი ქართველების დასახმარებლად ემიგრანტ გ. აფხაზის თავმჯდომარეობით 1950 დაარსდა ორგანიზაცია "ქართული პოლიტიკური კომიტეტი იტალიაში", რ-ის ძალისხმევითაც 1951 ტყვეები გაათავისუფლეს, სატრანზიტო ბანაკიდან გამოიხსნეს და ამერიკაში გადაგზავნეს. რეპრესიებს გადარჩენილი, გერმანელთა მხარეს მებრძოლი ქართველები ევროპას გაერიდნენ და ამერიკას შეაფარეს თავი. ე - ი ს I I ტ ა ლ ღ ა გამოიწვია II მსოფლიო ომმა. ემიგრაციის I ტალღას დაემატნენ საბჭოთა არმიიდან ტყვედჩავარდნილი ქართველები, რ-თა ნაწილი აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში გადასახლდა, ნაწილმა კი ლათინურ ამერიკას მიაშურა. საფუძველი ჩაეყარა ახალ სათვისტომოებს, მათგან ყველაზე დიდი იყო არგენტინის. ომის მიწურულს ქართველ ე-თა ინტერესების დამცველი არც ერთი ქართული ორგანიზაცია აღარ არსებობდა, ამიტომ 1946 ვ. ღამბაშიძის თავმჯდომარეობით საფრანგეთში დაარსდა "ქართული ეროვნული კომიტეტი". ე-ის დიდი ნაწილი სოციალ-დემოკრატებს დაუპირისპირდა ნ. ჟორდანიას მოწოდების გამო, რ-იც ქართველებს სამშობლოში დაბრუნებას ურჩევდა. II მსოფლიო ომის შემდეგ ე-ის პოლიტ. აქტივობამ ამერიკაში გადაინაცვლა. "ცივი ომის" პერიოდში, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, ნიუ-იორკში შეიქმნა რამდენიმე პოლიტ. ორგანიზაცია: "ქართველ- ამერიკელთა ლიგა" თ.ბაგრატიონ-მუხრანელის თავმჯდომარეობით (1950), "ქართველთა დემოკრატიული კავშირი" ("საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭო") ი. გაჟონიას, შემდეგ ვ. აბაშიძის ხელმძღვანელობით (1952). ორგანიზაციებმა გამოსცეს 3 ჟურნალი – "ცნობის ფურცელი", "ჩვენი გზა" („Our Path“), "თავისუფალი საქართველოს ხმა" („The Voice of Free Georgia“), რ-ის პირველ ნომერში (1953) დაიბეჭდა ა. ცომაიას მიერ ინგლისურ ენაზე თარგმნილი 1921 წლის კონსტიტუცია. მათ ინფორმაციას ამერიკის კონგრესი იყენებდა. დაიწყო ორი რადიოსადგურის ქართული რედაქციების გადაცემები: 1951 ნიუ-იორკში (შემდეგ – ვაშინგტონში) ე. ორბელიანის ხელმძღვანელობით ("ამერიკის ხმა"), 1953 მიუნხენში ყოფილი იუსტიციის მინისტრის, სოციალ-დემოკრატ – რ. არსენიძის ხელმძღვანელობით ("თავისუფლება"). 1955 ლ. დუმბაძის თავმჯდომარეობით დაარსდა "ქართველთა ეროვნული ერთობა". 1959- იდან ქართ. ე. მონაწილეობდა მე-5 ავენიუზე ჩატარებულ "დამონებულ ერთა კვირეულებში". საფრანგეთში კი სსრკ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებამ, ე. წ. დათბობამ, შეზღუდა ქართველთა აქტივობა. მეტიც, 1960 ნ. ხრუშჩოვის ვიზიტის გამო საფრანგეთის ხელისუფლებამ სსრკ-ის ყველა მოწინააღმდეგე ემიგრანტი, მათ შორის 47 ქართველი, პარიზიდან დროებით კ. კორსიკაზე გაასახლა. საბჭოთა სისტემის რყევამ, აშშ-ის პრეზიდენტის რ. რეიგანის მკაცრმა პოლიტიკამ სსრკ-ის მიმართ კვლავ გაააქტიურა ქართ. ე. საფრანგეთში მოღვაწე პოლიტ. პარტიების მიერ გამოცემულმა ჟურნალ-გაზეთებმა: "ბედი ქართლისა" (1948–85), "ივერია" (1961–77), "კავკასიონი" (1964–78), "თავისუფლების ტრიბუნა" (1974–84), "გუშაგი" (1984–97) ახ. ძალით გაშალეს საქმიანობა. სსრკ-ის ნგრევაში თავისი წვლილი შეიტანა აღნიშნული ორი რადიოსადგურის ქართ. რედაქციების გადაცემებმა, რ-ებიც ეხმაურებოდნენ საქართველოში მომხდარ მოვლენებს და, ჩახშობის მიუხედავად, მაინც აღწევდნენ საბჭოთა მსმენელამდე. ე - ი ს I I I ტ ა ლ ღ ა გამოიწვია 1991–92 სამოქალაქო დაპირისპირებამ, აფხაზეთის ომმა და მძიმე სოც. მდგომარეობამ, რის გამოც დღემდე საქართველოდან წასულია მილიონამდე ქართველი. მათ ემატება სასწავლებლად და სტაჟირებისათვის წასული მოსახლეობა. დსთ-ის ქვეყნების გარდა, ქართ. დიასპორები შექმნილია ევროპის, აზიის, ამერიკის ქვეყნებსა და ავსტრალიაში. დასავლეთის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი დიასპორა არის აშშში. არაოფიციალური მონაცემებით ემიგრანტთა რიცხვი იქ 160 ათასს აღწევს. ქართველები ძირითადად ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსის შტატში და სან-ფრანცისკოში ცხოვრობენ. მათ შორის არიან წარმატებული მოქალაქეებიც – მედიცინის, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის წარმომადგენლები. თუმცა ემიგრანტთა 85% ქალები არიან, რებიც ძიძებად და მომვლელებად მუშაობენ, დანარჩენებს კი დროებითი სამუშაო აქვთ. ძვ. ორგანიზაციებიდან ნიუიორკში შემორჩენილია 1931 ნ. ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული "ქართული სათვისტომო" და 1958 მ. წერეთლის ხელმძღვანელობით დაარსებული "ქართული ასოციაცია", რ-ის სათავო ოფისი ვაშინგტონშია. მისივე ხელმძღვანელობით დაარსდა "ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო", რ-იც მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, პოლიტ. და კულტ. ურთიერთობის გაღრმავებას. მეორე თაობის ემიგრანტმა, კ. სიდამონერისთავმა 1994 დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია "საქართველოს მეგობართა ფონდი", რ-იც ეხმარება გაჭირვებულ ბავშვებსა და მოხუცებს. ახ. ქართ. ორგანიზაციები ძირითადად ნიუ-იორკშია თავმოყრილი – ე. წიკლაურის "ამირანი" სამეცნ. და კულტ. სფეროში მოღვაწე ქალებს აერთიანებს, ნ. ჩხეიძის "თვისტომი" კი – 1000-მდე ძიძად და მომვლელად მომუშავე ქალს. მას გახსნილი აქვს სამედ. მომსახურების ფირმაც. ქუინსში მოქმედებს გ. და ნ. გელაშვილების საპროდიუსერო ცენტრი "გელანი", მათ ვებ-გვერდზე ფუნქციონირებს ქართ. რადიოც. შ. ვაშაკიძის "კვალი" 25 წელია კოორდინირებას უწევს ქართველ მეცნიერებს და აშშ-ში სასწავლებლად გზავნის წარმატებულ სტუდენტებს, გამოსცემს ინტერნეტ-გაზეთსაც. 2005-იდან გამოდის გაზ. "მამული" მ. კაჭახიძის რედაქტორობით, 2008-იდან – "Tbilisi– New York" მ. ერისთავის რედაქტორობით. აშშ-ში ქართული ე-ის ოფიც. წარმომადგენელია თ. ფრანგიშვილი. კორპორაციასთან "გრაალი – ქართული სახლი ნიუ-იორკში" არსებობს საკვირაო სკოლა სადაც ქართ. ენას, ლიტერატურასა და ისტორიას 60-მდე ბავშვი სწავლობს. ბრუკლინში მოქმედებს საფოსტო "ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრი აშშსა და კანადაში", რესტორნები: "თბილისი", "საქართველო", თონე "ქართული პური" და სხვა. კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში ი. მიხელსონ-შამელაშვილმა დააარსა საპროდიუსერო კინოჯგუფი. ფილადელფიაში გამოდის გაზეთი "ერთობა" ნ. მუმლაძის რედაქტორობით. ვაშინგტონში არსებობს "თბილისური ქარვასლა" და ა. შ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს აშშსა და კანადაში ქართ. მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობას. ნიუ-იორკში წირვაზე მრევლი იკრიბება ძირითადად წმ. ნინოს ეკლესიაში, რ-იც 2003 დაარსდა, ხოლო ვაშინგტონში – წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. ''ლიტ'' .: დ ა უ შ ვ ი ლ ი რ., ქართული ემიგრაცია 1921–1939 წლებში, თბ., 2007. რ. დაუშვილი.