ემსჰაიმერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ე. ემსჰაიმერი.

(Emsheimer) ერნსტ (15. I. 1904, მაინის ფრანკფურტი, – 1989, სტოკჰოლმი), ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი, საკრავთმცოდნე. წარმოშობით გერმანელი. სწავლობდა ვენისა და ფრაიბურგის უნ-ტებში (გ. ადლერის, ვ. ფიშერის, ვ. გურლიტის, ჰ. ბესელესის ხელმძღვანელობით). 1932–36 მუშაობდა ლენინგრადის მეცნ. აკად. ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყ-ბაში. ამ პერიოდში მისი კვლევის საგანი იყო კავკ. ხალხთა მუს. შემოქმედება. კერძოდ, ე-მა შეისწავლა, გაშიფრა და ნოტებზე გადაიტანა ოსური (100-ზე მეტი) და გურული (30) ხალხური სიმღერა. სწავლობდა მონღოლურ, იუგოსლავიურ, ალბანურ, აფრიკულ, ციმბირის ხალხ. მუსიკას. შეაგროვა ხალხ. მუს. საკრავების კოლექცია (ერთერთი უდიდესი მსოფლიოში). 1961-იდან ი. შტოკმანთან ერთად გამოსცემდა "ევროპული სამუსიკო საკრავების სახელმძღვანელოს", დაინტერესებული იყო მრავალხმიანობის საკითხებით. 1937 ხელმძღვანელობდა ჩრდ. კავკასიაში ჩატარებულ ფოლკლორულ ექსპედიციას. მრავალხმიანობის საკითხებს მიუძღვნა შრომები: "ზოგიერთი შენიშვნა ევროპულ ხალხურ მრავალხმიანობაზე" (1964) და "ქართული ხალხური მრავალხმიანობა" (1967). ნ.კალანდაძე.