ემუხვარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოდარ მუშნის ძე (დ. 2. VI. 1943, სოფ. შეშელეთი, გალის მუნიციპალიტეტი), კარდიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1997), მედ. მეცნიერებათა აკად. წევრი (2003). 1967 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედიცინო ინ-ტი; 1996–98 მუშაობდა თსსუ-ის #1 კლინ. დირექტორად, 1998–99 იყო თსსუ-ის სამკურნალო ფაკ-ტის დეკანი, 1995– 2005 – თსსუ-ის პრორექტორი სამკურნალო დარგში, 1995–2006 – თსსუ-ის შინაგანი მედ. კათედრის გამგე. 2006-იდან დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კერძო თერაპიის მიმართულების სრული პროფესორია. ე-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი (მ. შ. 1 მონოგრაფია), სახელმძღვანე ლო "შინაგანი სნეულებანი" (ორ ტომად). ე. არის ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი (1990), ჟურნალების "საქართველოს სამედიცინო მოამბე", "კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა" სარედაქციო საბჭოს წევრი (2007).