ემხვარები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე მ უ ხ ვ ა რ ე ბ ი (აფხაზურად – ე მ ხ ა ა), ფეოდალური საგვარეულო აფხაზეთში, თავადები. არსებობს გადმოცემა, რომ წარმოშობით უკავშირდებიან ქართლელ ამილახვრებს. თავდაპირველად ცხოვრობდნენ ჯირხვაში (ბზიფის აფხაზეთი), XVII ს. ბოლოს კი იკავებენ ოქუმისა და წარჩეს ხეობების ზემოწელს (ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტის ჩრდ. ნაწილი). მიწებს ფლობდნენ აგრეთვე აბჟუაში (ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და გაგრასთან. XIX ს. – XX ს. დასაწყისის აფხაზეთის ისტორიაში არაერთი ემხვარია ცნობილი, მათ შორის შეიძლება დავასახელოთ: მელიტონ ემხვარი – 1877–78 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის მონაწილე, შემდეგ – სამურზაყანოს მარშალი, აფხაზთა დელეგაციის წევრი მეფისნაცვალთან (1916); მელიტონის ვაჟი ნიკოლოზ ემხვარი – "ველური" დივიზიის აფხაზთა ასეულის ოფიცერი, ძიძიშვილთან ერთად მოკლეს ბოლშევიკებმა 1918 (ეს ამბავი დაედო საფუძვლად ლ. ქიაჩელის მოთხრობას "ჰაკი აძბა"); ა. ემხვარი; ღუდა (არსენ) ემხვარი – ცნობილი აბრაგი, უმცროს ძმასთან და ბიძასთან ერთად 1922-იდან აქტიურად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას. მოკლეს 1935. გ. ანჩაბაძე.