ენაგეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ყოფ. პ ა ტ ა რ ა ე ნ ა გ ე თ ი), სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის თემში (ქვემო ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ენაგეთისხევის (ალგეთის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 800 , თეთრი წყაროდან 21 კმ. 414 მცხ. (2002). ე. წყაროებში XVI ს-იდან მოიხსენიება. 1523, ბარათაშვილების გაყრისას, სოფელში ყოფილა მათი სასახლე. ე-ში უცხოვრიათ დათონაშვილებს, ასათიშვილებს, ჯანიაშვილებს, თომიაშვილებს, პავლიაშვილებს, ყურშიაშვილებს, ყარაგოზიშვილებს... შემდგომ საუკუნეებშიც ე. ბარათაშვილ- გოსტაშაბიშვილების მამულებში შედიოდა, თუმცა იქ იყვნენ სხვა მებატონეებიც. აღწერილი და დატანილი აქვს რუკაზე ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.). სოფლის ჩრდ.- დას-ით დაახლ. 2 კმ-ზე გვიანდ. შუა საუკ. ძვ. ე-ის ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია 8 საყდარი ნანგრევების სახით. ე-ის მიდამოებში კიდევ რამდენიმე ეკლესიის ნანგრევებია. ერთ-ერთი მათგანის, წმინდა სამების გვიანდ. შუა საუკ. ეკლესიის ირგვლივ XVIII–XIX სს. სასაფლაო და რამდენიმე ქვაჯვარია.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკ. I მეოთხედში, ნაწ. 1–2, თბ., 1935; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, ტფ., 1914.

ლიტ: ც ი ც ი შ ვ ი ლ ი ი., მატერიალური კულტურის ძეგლები ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით, «ძეგლის მეგობარი», 1979, #50.