ენამთის სამაროვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულისა და I ათასწლეულის დასაწყისის არქეოლოგიური ძეგლი სოფ. ყარაღაჯის (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) სამხრ.-აღმ-ით 5–6 კმ -ზე, წნორი – სამთაწყაროს ტრასის მარჯვ. მხარეს. არქეოლ. კვლევა ჩატარდა 1984 (კ. ფიცხელაური, მ. კინწურაშვილი). გაი673 თხარა ქვაყრილიანი 2 კრომლეხი და მათში ჩაშვებული 6 ორმოსამარხი. კრომლეხებს შემოუყვება ქვაყრილი, რ-ის დიამეტრია 8 . სამარხი ორმოები (2,1 × 1,4  ; 2,1 × 1,7 ) გადახურული იყო ქვის ძელებით. ყველა მიცვალებული ესვენა ტყავით მოფენილ იატაკზე, მარჯვ. გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით სამხრ.- დას-კენ (ტყავით მოფენილ იატაკზე შემორჩენილია მოყავისფრო- წითელი ლაქები). მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ ქვიშანარევი თიხისაგან სამეთუნეო მორგვზე დამზადებული ჭურჭელი (ქოთნები, დერგები, ჯამები და სამფეხა ჭურჭელი), რ-თა უმრავლესობა შემკულია კონცენტრული წრეებით, ღარებით, ნაჭდევებით, ნაპრიალები ორნამენტით. გამოვლინდა აგრეთვე ბრინჯაოს მთლიანადსხმული შუბისპირი, ლითონის თხელი ფურცლისაგან დამზადებული მახვილი, ბრინჯაოს ცული. სამაროვანზე გამოვლენილი ჩაშვებული ორმოსამარხები (1,0 × × 0,7 , 1,3 × 1,0 ) დაზიანებულია. არის სარეცლიანი სამარხებიც. მიცვალებულებს კრძალავდნენ მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე მოხრილი კიდურებით, თავი მიმართული აქვთ ჩრდ.-დას-ით. მოპოვებული სამარხეული მასალიდან აღსანიშნავია ქვიშანარევი თიხისაგან მორგვზე დამზადებული რუხი ნაცრისფერი და მოშავო ყავისფერი დოქები, ტოლჩა, ქოთანი, ლანგარი. მათი ზედაპირი შემკულია კონცენტრული ღარებითა და ნაჭდევებით. ზოგ მათგანზე ზოომორფული ფიგურებია. გამოვლინდა აგრეთვე ბრინჯაოს რკალგახსნილი სამაჯური, ბრინჯაოს თავდაბრტყელებული მახათი და ზღვის ნიჟარა. მასალა ინახება გურჯაანის საცავში. მ. კინწურაშვილი.