ენასოკო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენასოკო.

(Clavariadelphus ligula), საჩეჩელა სოკოების ოჯახის ერთერთი სახეობა. აქვს ენისებრი ან ქინძისთავისებრი, 8 სმ -მდე სიმაღლისა და 1 სმ სისქის ნაყოფსხეული, რ-იც ძირისკენ წვრილდება, ძირში ქეჩისებურადაა შებუსული; მყიფეა, თავდაპირველად ყვითელი ან მოყვითალო ფერისაა, შემდეგ კი – მურა. იზრდება ნიადაგზე წიწვოვან ტყეში ზაფხულსა და შემოდგომაზე. საქართველოში გავრცელებულია ყველგან. არის მდარე ხარისხის სოკო. ი.ნახუცრიშვილი.