ენგურჰესი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენგურჰესის კაშხალი.

(შპს), ე ნ გ უ რ ი ს ჰ ი დ რ ო ე ლ ე ქ ტ რ ო ს ა დ გ უ რ ი, ხუთი ჰიდროელექტროსადგურისაგან (საკუთრივ ენგურჰესი და 4 ვარდნილჰესი) შემდგარი კასკადი. მდებარეობს გალისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ენგურის ენერგეტ. მიზნით გამოყენების იდეა წარმოიშვა 1913–14 წლებში. 1955-მდე სხვადასხვა დროს მდ. ენგურზე ჰესების მშენებლობის რამდენიმე ვარიანტი იყო დამუშავებული, რ-იც ითვალისწინებდა ძირითადად დერივაციული ტიპის დაბალკაშხალიანი ელექტროსადგურების აშენებას. 1955 "ჰიდროპროექტის" თბილ. განყ-ბამ დაამუშავა სქემა, რ-ის მიხედვით მდ. ენგურზე 5 მაღალკაშხალიანი ჰესისაგან შემდგარი კასკადი უნდა აშენებულიყო. შემდგომ ეს სქემა რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოოდ ენგურის ჰესის მშენებლობა ორი მოსაზღვრე მდინარის – ენგურისა და ერისწყალის (ენგურის ერისწყალის კალაპოტში გადაგდებით) ვარდნის გამოყენებით განხორციელდა. "ე-ის" მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 1961 დაიწყო. პირველი ჰიდროაგრეგატი გაუშვეს 1978 წლის 11 მარტს; ბოლო, მეხუთე – 1980 წლის 21 ოქტომბერს. "ე." მაღალი დაწნევის, მარეგულირებელი კაშხალოვან-დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურია. იგი უდიდესია სამხრ. კავკასიაში. მისი დანიშნულებაა ენერგოსისტემაში სიმძლავრის სეზონური რეგულირება. სადგურის შემადგენლობაში შედის: 1. უნიკალური თაღოვანი კაშხალი, რ-იც ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში (271,5 ). კაშხალი დაბა ჯვართან (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქმნის სეზონური რეგულირების წყალსაცავს (მოცულობა – 1,08 მლრდ. 3, სიგრძე – 30 კმ ); 2. სადაწნეო დერივაციული გვირაბი, პარამეტრებით უდიდესი ევროპაში (დიამეტრი – 9,5 მ , სიგრძე – 15,04 კმ მაქს. დაწნევა – 165 ), რ-იც მთავრდება გამათანაბრებელი კოშკით; 3. მიწისქვეშა სატურბინე წყალსატარები (680 საშუალო სიგრძის 5 სადაწნეო ძაფი); 4. მიწისქვეშა სამანქანო დარბაზი, რ-იც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში (სიგრძე – 127,0 , სიმაღლე – 51,35 , სიგანე – 22,35 ). მისი ტურბინებიდან წყალი გამყვანი უდაწნეო გვირაბით (სიმაღლე – 13 , სიგრძე – 3,2 კმ) ჩაედინება გალის წყალსაცავში (მოცულობა – 1,9 მლნ. 3), იქიდან კი მიეწოდება ვარდნილჰესების კასკადს (I, II, III, IV). ენგურის ჰესების კასკადის საერთო საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 1640 მეგვტ, აქედან საკუთრივ ენგურჰესისა – 1300 მეგვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრისა), საპროექტო გამომუშავებაა 5441 მლნ. კვტ•სთ, . შ. ენგურჰესისა – 4330 მლნ. კვტ•სთ. "ე-მა" გამოიმუშავა (ვარდნილჰესების გარეშე; მლნ. კვტ•სთ): 1980 წ. – 2856,3; 1985 წ. – 2882,9; 1990 წ. – 3579,3; 1995 წ. – 3076,8; 2000 წ. – 2742,6; 2005 წ. – 2535; 2010 წ. – 4270,3; 2011 წ. – 3232,3, ელექტროენერგია. 2011 წ. ენგურჰესზე (ვარდნილჰესებთან ერთად) მოდიოდა საქართვ. ჰესების საერთო გამომუშავების 48,9%, ხოლო საკუთრივ ენგურჰესზე – 41,5%. 1999 წ. 6 ოქტ-იდან ჰესი არის შპს. 2004 დაიწყო და ამჟამად ძირითადად დამთავრებულია ენგურჰესის კასკადის რეაბილიტაცია, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო 38 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო ქართულმა მხარემ ეს პროექტი უზრუნველყო 14 მლნ. აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად აფხაზეთის რეგიონთან მოუგვარებელი კონფლიქტისა, ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსები საკმაოდ ნაყოფიერად თანამშრომლობენ "ე-ის" როგორც საექსპლუატაციო, ისე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საქმეში. დ. ჩომახიძე.