ენდლერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Endler) ადოლფ (10. IX. 1930, დიუსელდორფი, – 2. VIII. 2009, ბერლინი), გერმანელი მწერალი და მთარგმნელი. მის შემოქმედებაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს საქართველოს თემას. რ. კირშთან ერთად თარგმნა ქართ. პოეზიის ნიმუშები ანთოლოგიისათვის – "რვასაუკუნოვანი ქართული პოეზია", რ-იც 2-ჯერ გამოიცა (1971 და 1974). ე-მა წიგნს წაუმძღვარა ვრცელი წერილი "ცდა ქართულ პოეზიაზე". 1976 გამოაქვეყნა მოგზაურობის, მოგონებებისა და შთაბეჭდილებების წიგნი "საქართველოს შესახებ თხრობის ორი ცდა". ნ. კაკაბაძე.