ენიკოლოფოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენიკოლოფოვი (ენაკოლოფაშვილი) ივანე კონსტანტინეს ძე (31. VIII. 1888, თბილისი, – 6. VII. 1980, იქვე), ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. საქართვ. კულტ. დამს. მუშაკი (1963). პირველი გამოკვლევა გრიბოედოვი საქართველოსა და სპარსეთში გამოაქვეყნა 1929. მას ეკუთვნის აგრეთვე გამოკვლევები: პუშკინი საქართველოში (1937, 1950, 1959), ლერმონტოვი კავკასიაში (1940), გრიბოედოვი საქართველოში (1954), გრიბოედოვის ცხოვრება (1959), ლ. ნ. ტოლსტოი საქართველოში (1961) და სხვ.