ენიმკის მოამბე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენიმკის მოამბე (ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე), სამეცნიერო პერიოდული ორგანო. 1937–41 გამოდიოდა სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის, ხოლო 1941–44 – საქართვ. მეცნ. აკად. გრიფით. დაისტამბა 14 ტომი (14 წიგნად). აქვეყნებდა წერილებს საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ენების, ლიტ., ისტ., ეთნოგრ., არქეოლ., ხელოვნების შესახებ. გამოქვეყნდა ივ. ჯავახიშვილის, ა. შანიძის, ს. ჯანაშიას, არნ. ჩიქობავას, შ. ნუცუბიძის, ვ. თოფურიას, ნ. ბერძენიშვილის, კ. კეკელიძის, ს. ყაუხჩიშვილის, ს. ჯიქიას, შ. ამირანაშვილის, ქ. ლომთათიძის, ი. აბულაძის, ვუკ. ბერიძის, გ. ჩიტაიას, გ. ჩუბინაშვილის, ვ. ფანჩვიძის, ლ. მუსხელიშვილის, შ. ჩხეტიას და სხვათა შრომები. სპეც. პუბლიკაციები მიეძღვნა ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავს (ტ. III), ი. ჭავჭავაძეს (ტ. II), ივ. ჯავახიშვილის სამეცნ. მოღვაწეობის 40 წლისთავს (ტ. V–VI), ენიმკის მიერ 1937 და 1939 ორგანიზებული ექსპედიციების ანგარიშებს (ტ. II, 1937; ტ. XI, 1941). ტომის რედაქტორები იყვნენ: ს. ჯანაშია (ტ. I–X), გ. ჩიტაია (ტ. XI), არნ. ჩიქობავა (ტ. XII), ნ. ბერძენიშვილი (ტ. XIII), ს. ყაუხჩიშვილი (ტ. XIV). ტირაჟი: 500-იდან – 2000-მდე. ო. ჟორდანია.