ენისელი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ენისელი”, ქართული სამარკო ბრენდი (კონიაკი). მზადდება 12–15 წლის განმავლობაში მუხის კასრში ან მუხის ტკეჩზე დაძველებული ღვინის სპირტისაგან, რ-იც მიიღება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების – გრემის, შილდის, საბუესა და ენისელის მიკრორაიონებში მოწეული თეთრი ყურძნის (რქაწითელი) გადამუშავებით მიღებული ღვინომასალის გამოხდით. შეიცავს 40% (მოცულობის) სპირტს, 0,7% შაქარს. ხასიათდება მუქი ოქროსფერით, მუხის, ვანილისა და შოკოლადის გამოკვეთილი ტონების მქონე ბუკეტით, ნაზი, ჰარმონიული სასიამოვნო გემოთი. “ე-ს” 1946-იდან უშვებს სააქციო საზ-ბა “სარაჯიშვილი” (ყოფ. თბილისის კონიაკის ქ-ნა). მოგვიანებით მისი ჩამოსხმა დაიწყეს სააქციო საზ-ბამ “ვაზიანმა” და კორპორაცია “ქინძმარაულმა”. “ე-ის” ტექნოლოგია ეკუთვნის ვ. ციციშვილს. “ე-ს” 1955–2011 სხვადასხვა საერთაშ. გამოფენასა და კონკურსზე მიღებული აქვს 24 ოქროს, 7 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი, 1 გრან-პრი (1999, იალტა).

ენისელი სამარკო ბრენდი.jpg