ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ელხი)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ელხი), დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1933 წ. 10 ივნისს. თავდაპირველად მას ეწოდებოდა ენის, ლიტ-რის, ისტორიისა და ხელოვნების სამეცნ.-კვლ. ინ-ტი. 1934 წ. 20 აგვ-დან ეწოდა “რუსთაველის სახელობის ენისა და ლიტერატურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი”. 1942-იდან ელხის ლიტ-რის განყ-ბის ბაზაზე საქართვ. მეცნ. აკად. სისტემაში შეიქმნა ქართ. ლიტ-რის ისტორიის ინ-ტი (რუსთაველის სახელობისა), რ-საც 1986-იდან შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ეწოდა. ელხის პირველი დირექტორი იყო ცნობილი ლიტერატურათმცოდნე და ჟურნალისტი ა. ჭყონია, სწავლული მდივანი – ვ. თოფურია. ელხი იყო სახელმწიფოებრივი მასშტაბის პირველი სამეცნ.-კვლ. ინ-ტი საქართველოში, რ-იც მოიცავდა ჰუმანიტარული მეცნ. თითქმის ყველა სფეროს. მისი ძირითადი ამოცანა იყო ქართ. და ქართველური ენების, ძვ. და ახ. ლიტ-რის, ხალხ. შემოქმედებისა და ხელოვნ. პრობლემათა კვლევა. თავიდან ჩამოყალიბდა ორი სექცია – ენისა და ლიტ-რის. ენის სექციას ხელმძღვანელობდა ა. შანიძე, ხოლო სექციის ლექსიკოლოგიურ განყ-ბას – ა. ჩიქობავა. ელხის მუშაობაში ჩაებნენ წამყვანი ქართველოლოგები: გ. ახვლედიანი, მ. ზანდუკელი, ა. ბარამიძე, კ. კეკელიძე, ვ. კოტეტიშვილი, შ. რადიანი, ვ. ბერიძე, ი. აბულაძე, მ. ხუბუა და სხვ. იმართებოდა სამეცნ. სესიები, კონფერენციები. ელხის ჰქონდა თავისი საკუთარი ყოველწლიური ორგანო – “ლიტერატურული მემკვიდრეობა” (ფაქტობრივი რედაქტორი გ. ლეონიძე), რ-ის მხოლოდ ერთი ნომერი გამოვიდა (ტ. I, 1935). ლიტ.: ბარამიძე ა., ახლო წარსულიდან, წგ. 2, თბ., 1993.