ენის გასატეხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენის გასატეხი, საბავშვო ფოლკლორის სახეობა, სხვაგვარად ჩქარა გამოსათქმელსაც უწოდებენ. ე. გ. აგებულია სიტყვათა თამაშზე, ემყარება ბგერით ალიტერაციას ან ერთი ძირიდან ნაწარმოები სიტყვების გამოყენებას. მისი მთავარი სპეციფიკა წარმოსათქმელი ფრაზის სიძნელეა (მაგ., ბაყაყი მყაყე ჭაობში ბაყბაყებს ბაყბაყ მდევივით, რიონი ნარიონალში, ნიორი ნანიორალში). ე. გ-ის ძირითადი დანიშნულებაა მოზარდთა მეტყველების გამართვა და მათი გართობა. ლიტ.: ზანდუკელი ფ., ხალხური საბავშვო პოეზიის ძირითადი სახეები, კრ.: ქართული ფოლკლორი, [ტ.] 3, თბ., 1969; სიხარულიძე ქ., ქართული საბავშვო ფოლკლორი, თბ., 1938. ფ. ზანდუკელი.