ენკაუსტიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენკაუსტიკა (ბერძნ. enkaustikē <enkaiō – ამოვწვავ), ფერწერა ცვილოვანი საღებავებით. ვიწრო მნიშვნელობით – ცხელი წესით შესრულებული ცვილოვანი ფერწერა. გამოირჩევა რთული, მაგრამ მეტად გამძლე და ეფექტური ტექნიკით. გავრცელებული იყო ეგვიპტეში, ანტ. საბერძნეთსა და რომში, ხოლო შემდეგ – ადრინდ. ქრისტიანულსა და ბიზანტ. სამყაროში. XII ს. შემდეგ მისი კვალი გაქრა. ენკაუსტიკური ტექ. შესანიშნავი უძველესი ნიმუშებია ე. წ. ფაიუმის პორტრეტები (სულის მოსახსენებელი ეგვიპტური ფერწერული პორტრეტები; ძვ. წ. I ს. – ახ. წ. IV ს.), რ-ებიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. ქრისტ.ეპოქის ძეგლებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმ. ეკატერინეს მონასტერში (სინას მთაზე) დაცული ხატები.

ენკაუსტიკა. სინას მთა.jpg


საქართველოში ენკაუსტიკური ფერწერის ნიმუშებია: სუფთა ე-ის ტექნიკით შესრულებული ანჩისხატის მაცხოვრის გამოსახულება (VI–VII სს., ძლიერ დაზიანებულია) და ქართ. ხატწერის მნიშვნელოვანი ძეგლი წილკნის ღვთისმშობლის ხატი (IX ს.), რ-ის ცალკეული ნაწილები შესრულებულია ცვილოვანი ტემპერით. XX ს-ში ამ ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები აქვს ვ. შერპილოვს (ბალერინა, 1971, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა). ლ. ხუსკივაძე. საქართველოში ენკაუსტიკური ფერწერის ნიმუშებია: სუფთა ე-ის ტექნიკით შესრულებული ანჩისხატის მაცხოვრის გამოსახულება (VI–VII სს., ძლიერ დაზიანებულია) და ქართ. ხატწერის მნიშვნელოვანი ძეგლი წილკნის ღვთისმშობლის ხატი (IX ს.), რ-ის ცალკეული ნაწილები შესრულებულია ცვილოვანი ტემპერით. XX ს-ში ამ ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები აქვს ვ. შერპილოვს (“ბალერინა”, 1971, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეა). ლ. ხუსკივაძე.

წილკნის ღვთისმშობლის ხატი IX ს.jpg