ენოთერა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენოთერა ((Oenothera biennis)), ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ონაგრასებრთა ოჯახისა. სიმაღლე 1 -მდე, ღერო სწორი, დაუტოტავი, მორიგეობით განლაგებული ფოთლებით, ფესვთანური გრძელყუნწიანი და როზეტად შეკრულია, ღეროს ბოლოზე აქვს დიდი, მტევნისებრი ყვავილები, რ-ებიც საღამოს იშლება. იმტვერება ღამის ჩრჩილით, ზოგი სახეობა თვითმტვერიაა. XVII ს. დასაწყისში ე. ჩრდ. ამერიკიდან შემოიტანეს ევროპაში, იქიდან – საქართველოში. გავრცელებულია აფხაზეთში, გურიასა და სამეგრელოში. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში, მინდვრებში, მდინარეთა ნაპირებზე, გზის პირებზე. მისი ერთწლიანი ფესვები ვარგისია საჭმელად. თესლი შეიცავს იოდიან ზეთს, რ-საც სელისა და კანაფის ზეთს უმატებენ და იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე ტექ. მიზნით. მ. გურგენიძე.

ენოთერა.jpg