ენუქიძე სოფიო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენუქიძე სოფიო სპირიდონის ასული (30. IX. 1904, სენაკი, – 20. VI. 1983, თბილისი), ნევროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1950), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1960). 1928 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი; იყო თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ნერვულ სნეულებათა კათედრის თანამშრომელი, ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის ინ-ტის განყ-ბის გამგე (1947–53), ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ვეგეტოპათოლოგიის განყ-ბის ხელმძღვანელი (1953–59), მოსკოვის თერაპიის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1959–60), თსსი-ის პედიატრიული, სანიტ.-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკ-ტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე (1966-იდან). ე. იყო პირველი პროფესორი ქალი ნევროლოგიის დარგში. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. 2 მონოგრაფიისა.