ეპიგრაფი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიგრაფი (ბერძნ.epigraphē – წარწერა), ციტატა, ანდაზა, აფორიზმი და მისთანანი, რომლებიც თხზულებას ან მის ცალკეულ ნაწილს აქვს წამძღვარებული. მისი დანიშნულებაა მკითხველს ყურადღება გაუმახვილოს ნაწარმოების ან მისი ნაწილის დედააზრზე, ავტორისეულ ჩანაფიქრზე. ე-ს ხშირად იყენებდა ი. ჭავჭავაძე, მაგ., `მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო" ("კაცია-ადამიანი?!") ან `რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზე შაში თუ არ მოვა ("გლახის ნაამბობი"). ე. ახლავს მ. ჯავახიშვილის `არსენა მარაბდელის~ ყველა თავს. ნ. ალანია.