ეპიგრაფიკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიგრაფი (ბერძნ. epigraphē – წარწერა), ციტატა, ანდაზა, აფორიზმი და მისთანანი, რომლებიც თხზულებას ან მის ცალკეულ ნაწილს აქვს წამძღვარებული. მისი დანიშნულებაა მკითხველს ყურადღება გაუმახვილოს ნაწარმოების ან მისი ნაწილის დედააზრზე, ავტორისეულ ჩანაფიქრზე. ე-ს ხშირად იყენებდა ი. ჭავჭავაძე, მაგ., მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო (კაცია-ადამიანი?!) ან რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზე შაში თუ არ მოვა (გლახის ნაამბობი). ე. ახლავს მ. ჯავახიშვილის არსენა მარაბდელის ყველა თავს. ნ. ალანია.