ეპითემია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპითემია (Epithemia), კაჟოვანი წყალმცენარეების გვარი რთულნაჭდევიანთა ქვერიგისა. აქვთ ერთეული, დორზოვენტრალური, ნახევარმთვარისებრი უჯრედები, შეზნექილი მუცლისა და გამოზნექილი ზურგის მხარეს. უჯრედის ბოლოებში ნაჭდევი მუცლის მხარესაა, შუა ნაწილში შეჭრილია ზურგისკენ. უჯრედის კედლებზე განივი წიბოებია. ე. არის მტკნარი ან მომლაშო წყლის ეპიფიტური სახეობები. საქართველოში ცნობილია 10 სახეობა და სახესხვაობა. ზოგიერთი მათგანი ფართოდ არის გავრცელებული მტკნარ წყლებში. ქ. ყანჩაველი.