ეპიტიმია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიტიმია (ბერძნ. epitimion – სასჯელი), საეკლესიო სასჯელის ზოგადი სახელწოდება, საეკლესიო წესების დამრღვევი სასულიერო თუ საერო პირის დასჯა სასულიერო ხელისუფლების მიერ. კონკრეტულად გულისხმობს ისეთ სასჯელს, როგორიცაა: შეგონება, მონანიება, უზიარებლობა, ხარისხის აყრა, ეკლესიიდან განკვეთა და სხვ. ლიტ.: Полный Православный Богослოвский энциклопедический словарь, репр. изд., М., 1992. ზ. ეკალაძე.