ეპიფანე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიფანე (Epiphanios) კონსტანტინოპოლელი (VIII ს. II ნახ. – IX ს. I ნახ.), ბიზანტიის საეკლესიო მოღვაწე, მწერალი. მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში კალისტრატთა მონასტერში. ცნობილია მისი თხზულებანი: ღვთისმშობელ მარიამის ცხოვრება და ანდრიას ცხოვრება. მეორე თხზულება თითქმის სრულადაა მოღწეული. მასში საკმაოდ დაწვრილებით არის აღწერილი ანდრია პირველწოდებულის მისიონერული მოღვაწეობა, სხვადასხვა ხალხებსა და ქვეყნებში მის მიერ ქრისტიანობის ქადაგება. იმ ხალხებს შორის, რ-ებიც ანდრია პირველწოდებულმა დამოძღვრა, ე-ს დასახელებული ჰყავს ქართველი ტომებიც, ხოლო მისი მისიონერული მოღვაწეობის ასპარეზად მითითებულია ქართ. ქალაქები, სიმაგრეები, ქართველთა მეზობელი ტომები და ქვეყნები, რ-თა დასახელება ყოველთვის არ არის ზუსტი, ამიტომ ე-ს ცნობები კრიტიკულად უნდა იქნეს გამოყენებული. გამოც.: Patrologia Graeca, ed.J.-P.Migne ტ.120, ფრ. 221, 228, 233, 241. ლიტ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 2, თბ., 1941; K r u m b a c h e r K., Ge schichte der byzantinischen Literatur, Münch, 1897. ნ. ლომოური.