ეპიფორა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიფორა (ბერძნ. epiphora – განმეორება), მოსაზღვრე სტრიქონთა დაბოლოებაში ბგერათა კომპლექსების, სიტყვების ან სიტყვათა ჯგუფების განმეორება. ანაფორის საპირისპირო ხერხი. დაკავშირებულია რითმასა და ბგერწერასთან. ბგერწერული ე. სტრიქონთა ბოლოებში ბგერათა კომპლექსების განმეორებით მიიღება: ჩამოსხდნენ ბეღელს, საჯარეს ალყად მოევლო ჯ ა რ ი ა (ვაჟა-ფშაველა). ე-ის კატეგორიაში შედის მოსაზღვრე და წყვილადი რითმები: ჩემო თავო, ბედი არ გიწერია, ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღე- რია, ჩემო გულო, ტკბილად არ გიძ- გერია, რადგან ვხედავ, სატრფო ჩემი მტერია (ა. წერეთელი) . ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! (გ. ტაბიძე). ე-ის ტიპური ნიმუშებია ტავტოლოგიური და რედიფიანი რითმები. ა. ხინთიბიძე.