ეპოპეა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპოპეა (ბერძნ. epopoiïa<epos – სიტყვა, თხრობა და poieō – შექმნა), პოეტური ეპოსის, პოემის სახეობა, ვრცელ ამბავზე აგებული ეპიკური ჟანრის ნაწარმოები. მასში ასახულია დიდმნიშვნელოვანი ისტ. მოვლენები, გმირთა თავგადასავალი, რ-ებიც გაერთიანებულია საერთო კომპოზიციით. ე-ის ნიმუშებია ჰომეროსის ილიადა, ოდისეა, ქართ. ლიტ-რაში – ამირანდარეჯანიანი, ვეფხისტყაოსანი. ე-ს ახასიათებს სიტუაციების სირთულე, პერსონაჟების სიმრავლე, მძაფრი დრამ. კონფლიქტები, ასახვის ფართო მასშტაბი და მრავალმხრივობა, რაც შუა საუკუნეების დასასრულიდან ნიშანდობლივი გახდა რომანისათვის. ჰეგელმა რომანს უწოდა ბურჟ. ეპოქის ეპოპეა. ე-ს უწოდებენ ისტ. რეალობაზე აგებულ პროზაულ ნაწარმოებსაც (ლ. ტოლსტოის ომი და მშვიდობა, კ. გამსახურდიას დავით აღმაშენებელი და სხვ.). ნ. ალანია.