ერაძეები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერაძეები ქართველ მესტვირეთა საგვარეულო ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარახეთში (XIX–XX სს.), ცნობილი არიან ზაქარია, მიხეილა, ოქრუა, ბართლომე, მაქსიმე, გრიგოლა, იობა, მინა, რევაზა, ნიკო, სოსიკა, სტეფანე, გლახუა, თედორე, მიხეილ, პავლე, კიკო, კიკოლა ე-ები. ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (ქართლი, კახეთი, ჯავახეთი, სამეგრელო, აფხაზეთი, იმერეთი, გურია) და მის ფარგლებს გარეთაც. ზოგიერთმა ქართულის გარდა იცოდა სხვა ენებიც (მიხეილმა – რუს. და აზერბ., პავლემ – აფხაზური, მინამ – სომხ.). სოფ. ფარახეთში გარდა ე-ისა, სხვა საგვარეულოებიდანაც იყვნენ ცნობილი მესტვირეები (ბურდილაძეები, გრძელიშვილები, მაგრაქველიძეები, ტაბუცაძეები, ტოგონიძეები, ბაკურაძეები და სხვ.). ლიტ.: ცანავა ა., ქართული მესტვირული პოეზია, თბ., 1953. მ. შილაკაძე.